სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინი-სპექტაკლი გაითამაშეს 
06-06-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა მინი-სპექტაკლი წარმოადგინეს.

სპექტაკლს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ინგა სამუშია ხელმძღვანელობდა.

სპექტაკლის სცენარი დ.კლდიაშვილის მოთხრობა - „სოლომან მორბელაძის“, მიხედვით მე-8 კლასის მოსწავლე თამარ როგავამ შეადგინა.

„ტექსტის კითხვისას მოსწავლეებს უჭირდათ გააზრებული კითხვა; გასაგებად მეტყველება; ინტერვალი საუბარში; ხმა, მეტყველების ტემპი, ინტონაცია, ხშირად, არ შეესატყვისება პერსონაჟის ხასიათს; ბავშვები ხმის სიმაღლითა და ჟღერადობით  ვერ გადმოსცემდნენ პერსონაჟის ემოციებსა და სათქმელის შინაარსს; ვერ იყენებდნენ სახის გამომეტყველებასა და ჟესტიკულაციას“, - აღნიშნავს პედაგოგი, ღონისძიება კი სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრას ემსახურებოდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა შეძლეს მართლმეტყველების, მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება:

  •  ტექსტში გამოყენებული სასვენი ნიშნებისა  და გადმოცემული შინაარსის მიხედვით  საუბარში ინტერვალის დაცვა;
  • ხმის, მეტყველების ტემპის, ინტონაციის ზუსტი შესატყვისობა პერსონაჟის ხასიათთან;
  • ხმის სიმაღლითა და ჟღერადობით პერსონაჟის ემოციებისა და სათქმელის შინაარსის ზუსტად გადმოცემა;
  • სახის გამომეტყველებისა და ჟესტიკულაციის შესაბამისად გამოყენება;
  • მეტყველება გასაგებად, გარკვევით, უშეცდომოდ სიტყვების გამოთქმა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ჩხორიის სამოყვარულო თეატრის ხელმძღვანელები და მსახიობები ესწრებოდნენ, მათ მოეწონათ სპექტაკლი და გამოთქვეს სურვილი, რომ ითანამშრომლებენ მასწავლებელ ინგა სამუშიასთან, რათა იზრუნონ ამ სპექტაკლის მუსიკალურ-მხატვრულ გაფორმებაზე.

პედაგოგმა წამოაყენა წინადადება სამოყვარულო თეატრთან ერთად დაიგეგმოს საქველმოქმედო სპექტაკლის ჩვენება, რასაც დაეთანხმნენ როგორც სკოლის, ასევე სამოყვარულო თეატრის მესვეურები.

ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგს სპექტაკლის საინტერესოდ წარმოჩენისათვის.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება