სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ ფიზიკური შრომისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრის კვირეული მოეწყო
06-06-2023
-
+


რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, მრავალმხრივი განვითარება და მოტივაციის ამაღლება ყოველდღიური სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტები და აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები ტარდება.

ამჯერად, ფიზიკური შრომისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრის კვირეული გაიმართა, რომელიც მოიცავდა მრავალფეროვან ღონისძიებებსა თუ აქტივობებს. 

მე-2 კლასში ფიზიკური შრომისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრის კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - „მე-შემოქმედი“.

კვირეულში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მის ფარგლებში, მე-4 და მე-5 კლასების მოსწავლეებმა მუსიკალური ინსტრუმენტების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.

დერეფანში ასევე აქტივობა „გამაფერადე“ მოეწყო, რომლის ფარგლებშიც, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა ბავშვს შეუძლია გააფერადოს პეპელა სასურველი ფერებით.

„აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მე-5 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოს დამსახურებულ მხატვარს, საქართველოს საპატიო მოქალაქეს, ხელოვნებასა და პედაგოგიურ მიღწევებში ღირსებისა და გოგებაშვილის სახელობის მედალოსანს, ბატონ გიორგი ჩალაძეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა გიორგი ჩალაძის შემოქმედება გაიცნეს, დაათვალიერეს მისი ნამუშევრები.

ასევე, როგორც სკოლაში გივყვებიან ბავშვებმა მისი მოღვაწეობის საინტერესო და ნაყოფიერი პერიოდის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, რომლის შესახებ მან თავად მოუთხრო მოსწავლეებს.

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ასევე მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს შორის ვიქტორინა ჩატარდა.

ვიქტორინის თემა ხელოვნებასა და მუსიკას ეხებოდა.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები მონდომებით მონაწილეობდნენ.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სკოლა ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება