| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლაში ეროვნული დღესასწაულები განსაკუთრებულად, შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებით აღინიშნება.
არც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩაუვლია განსაკუთრებული აღნიშვნის გარეშე, VIდ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, ზიზი ჭაჭაშვილის ხელმძღვანელობით, ეს დღე შემეცნებითი ღონისძიებით მიულოცეს ერთმანეთს.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა კედლის გაზეთები და პლაკატები დაამზადეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და საქართველოს ჰიმნი გულანთებულებმა შეასრულეს.
ბავშვებმა, ასევე, გაიხსენეს ქვეყნის ისტორიული წარსული და აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის დამოუკიდებლობა და მისთვის ბრძოლა.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“