სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დარგე ხე - შენი მომავალია“ - გარემოსდაცვითი აქტივობა ავრანლოს საჯარო სკოლაში 
05-06-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოს დაცვისა და ეკოცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

სკოლაში არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა ეწყობა, მათ შორის აღსანიშნავია - „დარგე ხე - შენი მომავალია“, რომელიც 31 მაისს ჩატარდა.

აქტივობის ფარგლებში, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე დარგეს ფიჭვის ნერგები, რომელიც მათივე ინიციატივით ტყიდან ჩამოიტანეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობის მიზანი იყო გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდა თაობებისათვის ხის დარგვის, მოვლისა და მისი აუცილებლობის სწავლება, მოსწავლეების გარემოსდაცვით პრაქტიკულ ღონისძიებებში ჩართვა.  

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დარგვის პროცესში ქართული სიბრძნე გაიხსენეს, რომლის მიხედვითაც ცხოვრებაში სამი რამ უნდა გააკეთოს კაცმა: სახლი უნდა ააშენოს, ხე უნდა დარგოს და შვილი უნდა ჰყავდეს.

სკოლაში დარგულ ხეებს მოსწავლეთა სახელები დაარქვეს და შესაბამისად გადანაწილდა პასუხისმგებლობა მათ მოვლაზე, რომელიც სახალისოდ წარიმართა.

ამ აქტივობის განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მე-2 კლასის მოსწავლეები და მასწავლებელი ნარგიზ ხოზრევანიძე.

„დიდი მადლობა ბავშვებს გაწეული შრომისთვის“ - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება