| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მე-7ა კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალების - „ჰაერის კაფსულა“, პრეზენტაცია წარადგინეს.
მოსწავლეებმა დავალებაზე ფიზიკაში, მასწავლებელ ირინა ალავიძის ხელმძღვანელობით იმუშავეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კომპლექსური დავალება იყო კვლევითი სამუშაო, მოითხოვდა ექსპერიმენტების ჩატარებას და ახსნას ფიზიკის თვალსაზრისით.
მოსწავლეების უმრავლესობამ დავალებას წარმატებით გაართვა თავი, რასაც მოწმობდა მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები ვიდეორგოლის და პოსტერის ფორმით.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კომპლექსურ დავალებაზე მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში საკითხის ღრმად გააზრებას და ისეთი მნიშვნელოვანი უნარ- ჩვევების განვითარებას, როგორიც არის კვლევის, ტრანსფერის, პრეზენტაციის უნარი.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, დირექტორის მოადგილე დალი სილაგაძე, საზოგადოებრივ მეცნიერებების კათედრის გამგე თამილა თუთბერიძე და კლასის დამრიგებელი და ისტორიის მასწავლებელი თეა ბობოხიძე, რომლებმაც გაკვეთილი დადებითად შეაფასეს.
„მადლობა, მე- 7ა კლასის უაღრესად მოწესრიგებულ მოსწავლეებს სწავლისადმი მოტივაციისა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისთვის! წარმატებები კვლავ და კვლავ“, - აღნიშნავს საგნის ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი თეა ბობოხიძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“