სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი შემოქმედება ქველმოქმედებისათვის“ - მენჯის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
02-06-2023
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში მეშვიდეკლასელებს მოქალაქეობაში პროექტი -  „ჩვენი შემოქმედება ქველმოქმედებისათვის“ სამოქალაქო განათლების პედაგოგმა - ელისო ლემონჯავამ წარუდგინა.

აღნიშნულმა პროექტმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებში განსაკუთრებული ინტერესი და მოტივაცია გამოიწვია.

„მათ პროექტის ფარგლებში, შეისწავლეს ყოველდღიური მოთხოვნილებები, საჭიროებები და სურვილები, გაეცნენ ბაზრის რეგულაციებს, მწარმოებლისა და მომხმარებლის ურთიერთობებს, საქონლის მოთხოვნისა და მიწოდების აუცილებლობას“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა ასევე, დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები.

„პროექტის ბოლოს, ინდივიდუალურად, საკუთარი შესაძლებლობებით, შექმნეს პროდუქტები, დაადეს ფასი და მოაწყვეს სასკოლო ბაზრობა, შემოსული თანხით მათ სასკოლო ბიბლიოთეკისათვის შეიძინეს კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ და ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, პროექტი, სხვა საინტერესო აქტივობების დამატებით, მომავალ წელსაც გაგრძელდეს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება