| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეზოში გრანდიოზული სანახაობა მოეწყო, მოსწავლეები სადღესასწაულო ფორმაში გამოეწყვნენ და სკოლაში მიწვეულ ანიმატორებთან ერთად დაუვიწყარი დრო გაატარეს.
ბავშვებმა ბევრი იცეკვეს, იმღერეს, იმხიარულეს და ეს დღე ერთმანეთს დიდი სიყვარულით მიულოცეს.აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორები მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“