| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლაში ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებისთვის ლამაზი და ფერადი დღესასწაული მოეწყო.
ეს დღე სკოლაში შთამბეჭდავად აღინიშნა, მოსწავლეებმა ბევრი იცინეს, იმხიარულეს და ერთმანეთს 1-ელი ივნისი დიდი სიყვარულით მიულოცეს. მოსწავლეებს ესტუმრნენ ზღაპრის გმირებიც, რომელთაც ბავშვები სხვადასხვა სახალისო აქტივობაში ჩართეს.
მოსწავლეებმა ამ დღის არსი გაიაზრეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, დაარსების ისტორიას გაეცნენ და ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით ცნობიერება აიმაღლეს.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“