სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლანჩხუთის N1 სკოლის მოსწავლე ქრისტინე ბოლქვაძემ ნიგვზიანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვართან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა
02-06-2023
-
+


ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ქართული ენისა და ლიტერატური კლუბი - „მნათობი“, რომლის წევრები საინტერესო ღონისძიებებითა და აქტივობებით გამოირჩევიან.

კლუბის წევრებმა, მორიგი საინტერესო აქტივობა განახორციელეს, რომელიც მოიცავდა ინტერვიუებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

ამჯერად, კლუბის წევრმა - ქრისტინე ბოლქვაძემ ინტერვიუ სოფელ ნიგვზიანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვართან მამა ირაკლი წულაძესთან ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

  „ - რა ასაკიდან დაიწყო თქვენი ურთიერთობა წიგნთან? გვიამბეთ შთაბეჭდილებებზე და გაიხსენეთ თქვენი პირველი წიგნი.

    - ჩემი ურთიერთობა წიგნთან დაიწყო 4 წლის ასაკში.ეს წიგნი იყო ,,სატელეფონო ცნობარი"  , რომელიც ყველა სახლში იდო იმ დროს.მახსოვს,დიდი ინტერესით ვფურცლავდი და და ვცდილობდი, ამომეკითხა რა საიდუმლოებით იყო მოცული

  - ხშირია კამათი, რომ მოზარდი დაშორდა წიგნს... გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაში ხედავთ ამ საკითხის მოგვარების გზებს?

   - ჩემი მოსაზრებით, დიახ, დაშორდა წიგნს მოზარდი და ამის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, ამრიგად, წიგნის გარეშეც შეუძლიათ მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია. როგორ შეუძლია წიგნის ჩანაცვლება ტექნოლოგურ განვითარებას, ეს კიდე სხვა ამბავია... ამ საკითხის მოგვარების გზა არც ისე მარტივია... ამაზე ერთობლივად უნდა იზრუნოს სკოლამ და ოჯახმა. ყველაზე კარგი მაგალითი შვილისთვის მშობელია და გარემო, სადაც ის იზრდება. რამდენადაც არის კითხვის კულტურა ოჯახში, იმდენად აქვთ წიგნის მიმართ ინტერესი და სიყვარული მოზარდებს. ასეთია ჩემი მოკრძალებული აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ ნაწარმოები ან ეპიზოდი, რომელიც ცხოვრებაში დაგეხმარათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში?

- რა თქმა უნდა, ამის უამრავი მაგალითი მაქვს. ასეთი ეპიზოდებით სავსეა ქართული პროზა და პოეზია, მაგრამ განსაკუთრებით „სახარებასთან“ ერთად ჩემთვის „ვეფხისტყაოსანია“ სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა.

- წიგნი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს, სანამ ცოცხალია..

- წაიკითხოს და გაიაზროს - ეს წიგნია „სახარება“, რადგან სახარებით მცხოვრები ადამიანი მარადიულად იცოცხლებს.

- საყვარელი ფრაზა წიგნიდან, რომელიც დღემდე გახსოვთ ან თქვენი ცხოვრების პრინციპად აქციეთ...

- ასეთი ფრაზები უხვად მაქვს გონებაში შემორჩენილი. მათგან ერთ-ერთი რომ გავიხსენო არის „ვეფხსიტყაოსნიდან“:

„არა ვიქმ ცოდნა რას გვარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?!

მით ვისწავლენით მოგვეცეს, შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“

- საინტერესოა, გაგცრუებიათ მოლოდინი წიგნის კითხვისას? მაინტერესებს, რადგან მე მქონია მსგავსი განცდა...

- ყოფილა ასეთი შემთხვევაც... დამიწყია და ვეღარ გამიგრძელებია ინტერესის განელების გამო...

- თუ გაიხსენებთ პერსონაჟს, რომელიც, თქვენი აზრით, ნებისმიერი ეპოქისთვის ჰაერივით საჭიროა? რატომ?

- ნებისმიერ ეპოქაში საჭიროა, რომ არსებობდნენ ლელთ ღუნიასნაირი ადამიანები. მოხევე პერსონაში ყველაზე ნათელი მაგალითია თავისუფლებაწართმეული ქართველი კაცისა, რომლიც არ ეგუება ამას და ხმამაღლა საუბრობს იმ ჭირზე, რომელსაც ერის გადაგვარება ჰქვია.

- როგორ ფიქრობთ, წიგნს დადებითთან ერთად უარყოფითი მხარეც შეიძლება ჰქონდეს?

- შეიძლება ჰქონდეს...

- ილია თუ აკაკი? რატომ? გამსახურდია თუ ჯავახიშვილი? რატომ?

- ჩემთვის ილია იმიტომ, რომ იგი მარტო პოეტი, ან მწერალი არ ყოფილა. იგი იყო განმანათლებელი, რეფორმატორი, მზრუნველი და მოამაგე ქართველი ერისა, ხოლო, რაც შეეხება გამსახურდიასა და ჯავახიშვილს, ჩემთვის ორივე თანაბრად დიდი მწერალია.

- ჩვენი კლუბის ხელმძღვანელი, თამთა კილაძე, ხშირად გვიმეორებს, რომ წიგნი ადამიანად გახდომის საშუალებაა. განათლების საწყისიც და სასრულიც არის ის, რომ ბავშვი ჩამოვაყალიბოთ ადამიანად, პიროვნებად. ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრება ამ საკითხათან დაკავშირებით.

- ვეთანხმები თქვენი კლუბის ხელმძღვანელს. ადამიანის სულიერი, ზნეობრივი, გონებრივი განვითარება წიგნის გარეშე წარმოუდგენლია. წიგნი ერთადერთი სულიერია, რომელსაც უსულო საგნებს მივაკუთვნებთ. ისეთივე ცოცხალია, როგორც ადამიანი...

- და ბოლოს, პატარა გამოკითხვა ჩვენთან ერთად რომელი კონკრეტული წიგნის განხილვაზე ისურვებდით მობრძანებას:

- იაკობ ხუცესი - „შუშანიკის წამება“;

შოთა რუსთაველი - „ვეფხისტყაოსანი“;

ჭაბუა ამირეჯიბი - „დათა თუთაშხია“,  ნოდარ დუმბაძე - „მარადისობის კანონი“

თქვენთან ერთად სიამოვნებით განვიხილავდი „ვეფხისტყაოსანს“.


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს

 

 

 

სექტემბრიდან დამრიგებლები დამატებით 200 ლარს მიიღებენ ყოველთვიურად - რამდენ პედაგოგს შეეხება დამატებითი ანაზღაურება

სკოლას უფლება აქვს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს - დეტალები

ანდრია პირველწოდებულის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს

თუ მასწავლებლის გამოცდაზე აღარ გადიხართ - თანხის დასაბრუნებლად 11 მაისი ბოლო ვადაა

პიროვნება

„განათლებული ხალხი სჭირდება სოფელს, რათა წელში გაიმართოს. მხარგაშლილი სოფელი კი ქვეყნის საყრდენია“

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

სკოლები
შეხვედრის დროს მოსწავლეები მეტი გაიგეს ბიომრავალფეროვნების დაცვის აუცილებლობასა და იმ პასუხისმგებლობაზე
 
 
 
ბრწყინვალეა საყდრიონის საჯარო სკოლის გუნდის შედეგებიც
 
საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება