სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვილიშორის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფინანსური განათლების ონლაინ კურსის წარმატებით გავლისთვის დაჯილდოვდნენ
02-06-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფინანსური განათლების ონლაინ კურსი წარმატებით გაიარეს. 

კურსში VII, VIII, IX  კლასების მოსწავლეები, მასწავლებელ ზინაიდა ლორიას ხელმძღვანელობით, იყვნენ ჩართულნი. 

აღსანიშნავია, რომ ონლაინ კურსი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იყო ორგანიზებული, რომლის მიზანი მოსწავლეებში ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება გახლდათ.

კურსი შედგებოდა სამი გაკვეთილისგან და მოიცავდა შემდეგ თემებს: 

  • პირადი ფინანსების მართვა;
  • დაზოგვა;
  • სესხება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილებს ატარებდნენ ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ონლაინ, zoom-ის პლატფორმის საშუალებით, 3 კვირის განმავლობაში (კვირაში 1 გაკვეთილი).

აღნიშნული კურსის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ის ცოდნა და უნარები, რომელიც დაეხმარება  მათ გონივრულად მართონ  საკუთარი ფინანსები, მიიღონ ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები და თავდაჯერებულნი იყვნენ ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებელს სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება