სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავი და ემოციური ღონისძიება
02-06-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასელები წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან. ბავშვებისა და პედაგოგისთვის ეს ემოციური და მნიშვნელოვანი მოვლენაა.

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა.

„მე-4 კლასის დამამთავრებელ ღონისძიებათა ციკლი შთამბეჭდავი ღონისძიებით გახსნა მე-4გ კლასის დამრიგებელმა - ნანი თუთისანმა და მისმა თვალხატულა გოგო-ბიჭებმა“ , - ამბობენ სკოლაში.

ამ დღეს ჩატარებული ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციის სახელწოდება - „ვეფერებით განვლილ დღეებს“ გახლდათ.

„კომპოზიციაში ძალუმად ჩქეფდა სამშობლოს, სკოლის, მასწავლებლის, დედაენის, მშობლისა და მეგობრის სიყვარული. ჩვენი გოგო-ბიჭები სიყვარულსა და სითბოს აფრქვევდნენ, ემშვიდობებოდნენ განვლილ ოთხ წელს, ეფერებოდნენ პირველი საფეხურის მასწავლებლებს და პირობას დებდნენ იმისას, რომ არასდროს შეარცხვენენ მათ“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი- ფაქიზო ფანჩულიძე და სკოლის პედაგოგები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს აღნიშნული დღე.

„მათ ასევე დასძინეს, რომ ჩვენი სკოლა ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს და ყველა ერთმანეთზე ზრუნავს. აქ, პედაგოგები ზრუნავენ მოსწავლის ჰოლისტურ განვითარებაზე და ამ ერთობას ქმნის თანამშრომლობითი კულტურა მასწავლებელსა და მშობელს შორის“ ,- აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეთათვის ღონისძიების დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

მათ შესაძლელბობები და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„ეს დღე იყო საგალობელი: ერთობისა, სიყვარულისა და ქართული სულისა და ხორცის ზეიმისა. ღმერთმა გვიმრავლოს მხიარული და სადღესასწაულო დღეები პირველ სკოლას, ყველა ბავშვსა და მშობელს აწ და მარადის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება