სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ფსიქოაქტიური ნივთიერებები და მათი ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე“ -თბილისის N60 სკოლაში მშობელმა და მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
02-06-2023
-
+


თბილისის N60 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის გაზრდაზე აქტიურად ზრუნავენ. 

„მშობელთა ჩართულობა აღნიშნავს ერთობლივ და უწყვეტ პასუხისმგებლობას მოსწავლეთა მიღწევებისა და სწავლის გაუმჯობესებაზე, როგორც შინ, ასევე სკოლაში. ის აერთიანებს მშობელსა და მასწავლებელს, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლის მიღწევების გაუმჯობესებას.

მშობელთა ჩართულობა ნიშნავს მშობლის მონაწილეობას რეგულარულ მრავალმხრივ კომუნიკაციში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში“, - აღნიშნავენ თბილისის N60 საჯარო სკოლაში, სადაც სწორედ ამ მიზნით, ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე - „ფსიქოაქტიური ნივთიერებები და მათი ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე“.

პრეზენტაციის მომზადებაში ჩართულნი იყვნენ მე-10გ კლასის მოსწავლეები - ბარბარე ხანთაძე, ნიკოლოზ ბერიშვილი, ნინი ბასილაია, დანიელ კახიძე. პრეზენტაციას ხელმძღვანელობდა ბარბარე ხანთაძის მშობელი, ინგლისური ენის სპეციალისტი - მარი ჩანგიანი.

პრეზენტაციის წარდგენისას მშობელმა და მოსწავლეებმა წარმოადგინეს სასკოლო საზოგადოებასთან ჩატარებული კვლევები და ჩაწერილი ინტერვიუ ექიმ-ნარკოლოგთან გური მენაბდიშვილთან.

პრეზენტაციას ესწრებოდა სკოლის დირექტორი შოთა მალაზონია, ბიოლოგიის პედაგოგი ნინო კავკასიძე, მუსიკის პედაგოგი თამარ მაისურაზე.

მოსწავლეთა ბიოლოგიის პედაგოგი თამარ მოსეშვილი გახლდავთ, კლასის ხელმძღვანელი კი -  ვიქტორია ვახტანგაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება