სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კინოფილმივით დასრულდა უდარდელი სასკოლო ცხოვრება“- ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები ემოციურად გააცილეს
02-06-2023
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებს დაემშვიდობნენ.

მათთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით, დიდი სიყვარულით და ემოციურად გააცილეს. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მანდატურები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

„ბოლო ზარი დაირეკა მეთორმეტეკლასელებისთვის. ზარი, რომელიც ყველაზე მეტად დასამახსოვრებელია და რომელიც ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას გულისხმობს. ახლა არც თუ ცოტა მეთორმეტეკლასელი ღელავს, მათი ცხოვრების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დღე გათენდა! კინოფილმივით დასრულდა უდარდელი სასკოლო ცხოვრება, რომელმაც ბევრი ცოდნა და გამოცდილება შეგმატათ. წინ გრძელი ცხოვრება გელით და ყველას გისურვებთ მასში საკუთარი გზის პოვნას. დაე, სკოლაში მიღებული ცოდნა და უნარები გახდეს მყარი საფუძველი შემდგომი მიღწევებისთვის“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში.

კურსდამთავრებულებს მანდატურებიც დაემშვიდობნენ.

„ჩვენო ძვირფასო ბავშვებო, ჩვენო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, მიზნების განხორციელებასა და საინტერესო, წარმატებულ მომავალს გისურვებთ! თქვენ აუცილებლად აისრულებთ ოცნებებს და მიზანდასახული ცხოვრებით შექმნით სასურველ მომავალს! არასოდეს გაჩერდეთ“,- აღნიშნეს მანდატურებმა. 

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება