TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორმა კალიგრაფიის კონკურსის მონაწილეები და მხარდამჭერები დააჯილდოვა
31-05-2023
-
+


 
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრი აქტიურ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. ცენტრის ხელმძღვანელობითა და ჩართულობით არაერთი ღონისძიება ტარდება. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ერთობლივი კონკურსის - „ქართული კალიგრაფია - 2023“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.

დაჯილდოების ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებისან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავს.

კონკურსი კი წელს საქართველოს მთავარ ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. კონკურსანტებმა გადაწერეს ქართველ მწერალთა გამონათქვამები სამშობლოზე.

ღონისძების ბოლოს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლების, კულტურის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ფიფიამ, ურთიერთთანამშრომლობის მხარდაჭრით, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა:

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი - ურთიერთთანამშრომლობისა და საგანმანათლებლო პროექტებში აქტიური მონაწილეობისათვის;
  • ბიბლიოთეკის მართვის ცენტრის ციფრული ტექნოლოგიების მენეჯერი ირმა კვირკვია -კულტურული- საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის.
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი მარინა ქარდავა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებაში გაწეული წვლილისათვის.
კონკურსის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გადაეცათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.

ღონისძების ბოლოს მიტროპოლიტ: გერასიმეს ლოცვა კურთხევით ბიბლიოთეკას გადაეცა წიგნები: „ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი“ და „ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია“ მე-2 ტომი.

 კონკურსის ორგანიზატორები და მონაწილეები სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება