სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საუკეთესო მამულიშვილები გაიზარდეთ“ -ივანდიდის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
30-05-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს. 

ღონისძიებისთვის საგანგებოდ მოეწყო სასწავლო სივრცე, მოსწავლეები საგანგებოდ გამოეწყვნენ და სასკოლო საზოგადოებას მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული სანახაობა შესთავაზეს. 

მოსწავლეთა ღონისძიებამ, დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელებს, სასწავლო წლის დასრულება დიდი სიყვარულით მიულოცა კლასის დამრიგებელმა და მათ სკოლაში საუკეთესო და ნაყოფიერი წლების გატარება უსურვა. 

„გილოცავთ, ჩემო პატარებო პირველი კლასის დასრულებას და გისურვებთ ყველა წელი, რომელსაც სკოლის კედლებში გაატარებთ ყოფილიყოს წარმატებული, სიკეთით და სიხარულით აღსავსე. წარმატებული გქონდეთ თქვენი მომავალი ცხოვრება, საუკეთესო მამულიშვილები გაიზარდეთ. მეამაყოს მეც და თქვენს მშობლებს, ეამაყოს თქვენს მოდგმას დედამიწაზე.

საუკეთესო დღის ავტორები ხართ თქვენ. თქვენ და თქვენი მშობლები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თქვენი გული გაახარონ, რომ ყველაფერი ლამაზი და საუკეთესო გაჩუქონ. სწორედ ასეთი იყო დღევანდელი დღე და არა მარტო დღეს, მთელი ეს პერიოდი ამას ვხედავ და ვგძნობ.

ჩვენ ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. მომავლის კეთილი იმედებით. მე თქვენ ძალიან, ძალიან მიყვარხართ! დიდი სიყვარულით იამზე მასწავლებელი!“,  - ასე ულოცავს პედაგოგი პირველკლასელებს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება