სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭარნალის საჯარო სკოლის 3 მოსწავლე მუნიციპალურ კონფერენციაზე წარმატებით წარდგა 
30-05-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის 3 მოსწავლე - ხატია აბაშიძე, ანა ზოიძე და მარიამ ჭელიძე მოსწავლეთა მე-7 მუნიციპალურ კონფერენციას - „საქართველოს ისტორიის ფურცლები“ („საქართველო გიორგი სააკაძის ეპოქაში“ - XVII საუკუნე) შეუერთდა.

კონფერენცია, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მაჭახლის ხეობის ულამაზეს გარემოში გაიმართა, რომელსაც ხელვაჩაურის რესურსცენტრი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ხელმძღვანელობდა.

აღნიშნულ კონფერენციაზე მოსწავლეებმა საინტერესო მოხსენებები წარადგინეს და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

„მადლობას ვუხდით მოსწავლეთა ხელმძღვანელს, ისტორიის პედაგოგს - ირმა ქოქოლაძეს. ჩვენს მოსწავლეებს კი ვუსურვებთ წინსვლასა და წარმატებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება