სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელთა ცოდნის დღესასწაული
30-05-2023
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს.

ღონისძიებაზე I და I კლასების მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„დასასრული, ახლის დასაწყისს უდევს ყოველთვის საფუძვლად. თუ ეს დასასრული სასურველი შედეგით სრულდება, მით უფრო სასიხარულო და სასიამოვნოდ აღსანიშნავია. რომელიც ლამაზად აღქმულ დღესასწაულად შეიძლება ასოცირდეს. დღესასწაულთან, რომელსაც პირველკლასელთა ზეიმი ჰქვია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში საზეიმო ატმოსფერო იყო. სკოლა სადღესასწაულოდ, როგორც გვიყვებიან, პედაგოგებმა: მარინე გაფრინდაშვილმა და სოფიო ლეჟავამ მორთეს.

„I და I კლასის მოსწავლეთა ზღაპრული სამყარო, კაშკაშა ფერებით გააფერადეს პედაგოგებმა - მარინე გაფრინდაშვილმა და სოფიო ლეჟავამ. მათ, საკუთარი ხელით მოქარგეს, საზეიმო დეკორაციით გაალამაზეს ის სივრცე, საიდანაც ამ თვალხატულა გოგო-ბიჭების აღტკინებული მზერა იპყრობდა მნახველს“, - ამბობენ სკოლაში.​​

პირველკლასელებმა, ღონისძიებაზე ნასწავლი გაიხსენეს და პედაგოგთა შრომა, რომელიც მათ განათლებაში ჩადეს, წარმოაჩინეს.

მოსწავლეთა წარმოთქმულმა ლექსებმა, შესრულებულმა სიმღერებმა დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა და მათი დიდი მოწონება დაიმსახურა.

„აუდიტორიას არ დაავიწყდება პატარების ემოციით წარმოთქმული თითოეული ტაეპი ლექსისა, სტრიქონი ჟღერადი ტექსტისა, მელოდია საბავშვო სიმღერებისა. მშობლები აღტაცებას ვერ მალავდნენ საკუთარი შვილების საზეიმო განწყობის ხილვით. დარბაზი მონუსხული უცქერდა პირველკლასელთა მონდომებასა და დაუოკებელ სურვილს სცენაზე ეგრძნოთ თავი, როგორც როლის უბადლო შემსრულებლებს. კმაყოფილი, შთაბეჭდილებებით სავსე დარჩა სასკოლო თემი კოლეგების, ინგა ლეჟავასა და მარინა გაფრინდაშვილის მიმართ, რადგან მათ შრომაში გააზრებულად და საინტერესოდ წარმოდგენილ საზეიმო აქტივობებში, რომლებიც მოსწავლეთა განწყობასა და შესაძლებლობებზე იყო მორგებული.  მკაფიოდ ჩანდა კრეატიული შემოქმედებითი უნარების ფლობა. მათი აზრით ეს დაუვიწყარი ემოციები მთელი ზაფხული გაჰყვებათ ამ პატარებს საინტერესო, მრავალფეროვანი, შინაარსიანი საზაფხულო არდადეგების განწყობის შესაქმნელად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესში შესული ცვლილებები კანონში აისახა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება