| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კერძო სკოლა „ეისიში“ მასწავლებლის საერთაშორისო წარმატებით ხარობენ. სკოლის პედაგოგი და „საქართველოს მეწარმეობის მასწავლებელი 2026“-ის ტიტულის მფლობელი ნინო ლომიძე საქართველოს „ჯუნიორ ეჩივმენტ მონტენეგროს“ მიერ ორგანიზებულ AI-Ready Educators - Train-the-Trainer პროგრამაში წარადგენს.
JA-ს ქსელის 20-ზე მეტი ქვეყნიდან მიღებული თითქმის 100 განაცხადიდან 15 ქვეყნის 15 პედაგოგი შეირჩა. შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო JA პროგრამებში აქტიურ ჩართულობას, მოტივაციასა და მიღებული ცოდნის კოლეგებისა და მოსწავლეებისთვის გაზიარების პოტენციალს.
27-30 ოქტომბერს, პოდგორიცაში, მონტენეგროში, მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გააზრებული, პასუხისმგებლიანი და ეფექტიანი გამოყენების მიმართულებით.
სკოლაში ამაყობენ მასწავლებლის წარმატებით და მას ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„ნინოს წარმატება შთამაგონებელი მაგალითია იმისა, როგორ ქმნის პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა ახალ შესაძლებლობებს როგორც პედაგოგებისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის.
ვულოცავთ, ნინოს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! ვუსურვებთ შთამაგონებელ გამოცდილებასა და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რათა მიღებული ცოდნა საქართველოში კიდევ მეტ მასწავლებელსა და მოსწავლეს გაუზიაროს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
სკოლაში ამაყობენ მასწავლებლის წარმატებით და მას ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ
„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“