TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური მიმართულებით არსებულ გამოწვევებს შეისწავლიან 
27-05-2023
-
+


განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში 6 თემატურ მოკვლევას განახორციელებს და შესაბამის ანგარიშებს მოამზადებს.

კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განმარტებით, განახლებული სამოქმედო გეგმის თანახმად, სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ახალი თემატური მოკვლევის - საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის პრაქტიკა და არსებული გამოწვევების შესწავლა იგეგმება. განახლებული სამოქმედო გეგმის ინგლისურენოვანი ვერსია, კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უცხოურ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაეგზავნებათ, რომლის შემდეგაც ერთობლივი აქტივობები განისაზღვრება.

სხდომაზე გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს ახალი თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო.

საკითხი შეეხებოდა - საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრისა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებას. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულ თემატურ ჯგუფს იგი უშუალოდ უხელმძღვანელებს და ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში არსებული ექვსი უნივერსიტეტის მონახულება და იქ არსებული მდგომარეობის გაცნობა იგეგმება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება