TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სასწავლო პროგრამა და სახელმძღვანელოები გადაიხედება - ამილახვარი
28-05-2023
-
+


განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სახელმძღვანელობისა და სასწავლო პროგრამის გადახედვის შესახებ ისაუბრა.  როგორც მინისტრმა ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან განაცხადა „საზოგადოების კითხვებს გავცემთ პასუხს, ან პირიქით, გავაბათილებთ იმ მოსაზრებას, რომ რაღაც პრობლემა გვაქვს სახელმძღვანელოებში.

შესაბამისად, მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. სხვა შემთხვევაში მოსაზრებათა ეს ჭიდილი არ დასრულდება, რაც თავის მხრივ დაღს ასვამს სასკოლო განათლებას.

ვფიქრობთ, სასწავლო პროგრამის გადახედვასაც. პირველ რიგში შესწავლას. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რაც კარგია გაკეთებული ახალი მინისტრის მისვლის შემდეგ რომ ყველაფერი ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს. არა, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ჩვენი ხელისუფლების დროს, ბევრი კარგი რამ დაწყებულია და ახლაც მიმდინარეობს სამინისტროში, თუმცა გვაქვს გამოწვევები, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. საჯაროდაც უნდა ვისაუბროთ ამ საკითხებზე და საზოგადოება უნდა იყოს ჩართულიც და ინფორმირებულიც ამ ნაწილში. ეს იქნება სასწავლო გეგმის შესწავლა. ვფიქრობთ, აქაც მკვლევართა ჯგუფი დავსვათ, მოსაზრებები გავიზიაროთ, მათ შორის უცხოელი ექსპერტების და ასევე, სულ რამდენიმე თვეში ვფიქრობ, 3-4 თვეში ამაზეც ჩვენ პასუხი გვექნება“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება