სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მეტი სტიმული მომეცა სწავლის უკეთ გასაგრძელებლად“ - „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლე“
03-05-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ბათუმის N25 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მადონა დავითაძე, ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა დიდმანიძე, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა აჭარისწყლის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ზაქარაძე.

როგორც მარიამი აღნიშნავს, ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვებამ უფრო მეტად მოტივირებული და თავდაჯერებული გახადა:

„მოულოდნელი და ამაღელვებელი იყო გამარჯვება. ძალიან ბედნიერი ვარ, მეტი სტიმული მომეცა სწავლის უკეთ გასაგრძელებლად. მადლობა „ეტალონს“ მოცემული ცოდნის, გამოცდილებისა და თავდაჯერებულობისთვის.“

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი მადონა დავითაძე მადლობას უხდის „ეტალონს“ მოსწავლეებში ცოდნის წახალისებისთვის:

„ეტალონს“ პირველად ვესწრები და საოცარი ემოცოებით ვარ დატვირთული. ამდენი ცოდნითა და წინსვლის სურვილით ანთებული, მოციმციმეთვალებიანი ახალგაზრდის ხილვა დიდი ბედნიერებაა. მადლობა პროექტს, რომ მოსწავლეებში ეროვნულ-საგანმანათლებლო თვისებებს აღვივებს.“

ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა დიდმანიძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს „ეტალონს“:

„ჩვენი მოსწავლეები დიდი მონდომებითა და წარმატებით ერთვებიან სახალხო პროექტში, რაც მისასალმებელია. მადლობა „ეტალონს“ გაწეული შრომისთვის. რესურსცენტრი ყველანაირად გვერდით უდგას ეროვნულ საქმეს.“

„ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი მარიამ ზაქარაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება