TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

6 ლექსი, რომელიც 26 მაისისთვის სკოლებსა და ბაღებში უნდა ასწავლოთ
22-05-2023
-
+


26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ეს უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაული ქვეყანაში ყოველ წელს აღინიშნება. 

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ, ეროვნული საბჭოს სახელით, ქართველ ერსა და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება ამცნო. ამ დღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“ მიიღეს.

დამოუკიდებლობის დღეს, როგორც წესი, სკოლებშიც აღნიშნავენ - იმართება ღონისძიებები, მოსწავლეებს სხვადასხვა ნომერი აქვთ მომზადებული, ისინი ამ დღის ისტორიასა და მნიშვნელობაზე საუბრობენ. აქტივობები ლექსებითა და სიმღერებითაც დატვირთულია. 

გთავაზობთ, რამდენიმე ლექსს, რომელთა ცოდნაც მოსწავლეებს 26 მაისის ღონისძიებისთვის გამოადგებათ. 


ენა, მამული, სარწმუნოება (მარი დიერა)

ღვთისმშობლის წილხვედრო,
ნატანჯო საქართველო!
ჭირ-ვარამგამოვლილო,
წუხილის დამფარველო!
რამდენჯერ გეტკინა...
ვისგან არ გეწყინა,
მუდამ თავს იცავდი,
რომ გადაგრჩინა:
ჯერ ენა ქართული...
9აპრილს მამული...და
მართლმადიდებლობა
ჩვენს გენში ჩართული!
დავიცვათ სამივე,
ეს ჩვენი ვალია,
ბრძოლა კვლავ გრძელდება,
ბოროტმა აგვრია.
ნუ მიგვატოვებ, უფალო იესო!
რაც ხდება გარშემო, ცოდვების ბრალია...
ლოცვით შეგვეწიე, მოგვეცი გაძლება,
დედაო მარიამ, დედაო მარიამ!

თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო (ლადო ასათიანი)

რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე, -
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.

რომ ვდგევარ ახლა თბილისის კართან,
შენ გეკითხები, ცაო ნათელო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
რას გავუკეთებ მე საქართველოს?

რომ ვდგევარ ახლა თბილისის კართან,
თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
დაგვრჩა საფიქრი და საოცნებო.

რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე, -
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.

მაშ ავენთოთ სანთელივით (ნანა სამხარაძე)

განა მართლა დაიკარგა
ის ღვთიური სული?
ქართველს ვერვინ მოერევა
რომც უგინონ რჯული!

სიყვარულის ამ ზვირთებში
დიდი მადლი სუფევს,
მაშ ავენთოთ სანთელივით,
ტაძრის ყველა კუთხეს!

სიკეთის და ძმობის ნერგვას
ჩვენ გასწავლით ულევს,
საქართველოს სიყვარულში,
ჩვენ აგინთებთ გულებს!

მესმის, მესმის სანატრელი (ილია ჭავჭავაძე)

მესმის, მესმის სანატრელი
ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!
სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს
დასათრგუნვლად მონობისა.

აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა
და აღმიგზნებს იმედს გულში...
ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი
გამაგონე ჩემს მამულში!

ნეტავ მალე მივახწევდე მიზანს ( გალაკტიონ ტაბიძე)

შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ
საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ...
ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი,
მალე სხივი მოეფინოს ნეტავ!

წინ მიიწევ იხსნი და ხმაურობ,გღვიძავს
საქართველოს სევდიანო მიწავ.
ნეტავ მალე დაამსხვრევდე ბორკილს,
ნეტავ მალე მიახწევდე მიზანს!..

შენ აყვავილდი ჩემო სამშობლო (ნანა სამხარაძე)

მინდა, რომ სევდა დაგისმარო,
რომ მოგწვდე გულის ფიცრამდე,
ცაში გაფრენილ არწივს ვედარო,
დაღადრულ მიწას ფრთებით გიწამლებ!

მინდა, დავჭექო სვანური "ლილე",
„იავნანინა“ ვუმღერო თეთნულდს,
შხარას სიმაღლეს კამარა შევკრა,
ყური დავუგდო ენგურის ფერხულს!

მინდა, მთის ხიბლით ალმოდებულმა,
ბარიც სიცოცხლით გაგიმზიანო,
"წინწყარო" ლაზურ "დიდოუდოსთან"
ღვთიურ სიმებში ავახმიანო!

მინდა, იმერეთს დარი ვუკურთხო,
ფშავ-ხევსურეთს კი იალაღები,
რაჭას ლამაზი სიდარბაისლე,
გურიას სხარტი "ბაიათები"!

ვიცი, რომ სევდას დაგისამარებ,
გულის ფიცრამდე ლოცვით მოგწვდები,
შენ აყვავილდი ჩემო სამშობლო,
ქართულ მიწისთვის ვფიცავ, მოვკვდები!

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება