TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მჯერა, არ შეუშინდებით არცერთ ცხოვრებისეულ გამოწვევას“- განთიადის საჯარო სკოლიდან 2023 წლის კურსდამთავრებულები სიყვარულით გააცილეს
22-05-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

ისინი სკოლას ემოციურად, უდიდესი სიყვარულით დაემშვიდობენენ და აღნიშნეს, რომ ეს წლები ხშირად მოენატრებათ. კურსდამთავრებულებმა ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. 

გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. 

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა! 2022-2023 წლის კურსდამთავრებულთათვის ბოლო ზარი აწკრიალდა. ზარი, რომელიც გვამცნობს, ბავშვობის ბედნიერი ხანის დასასრულსა და ახალი, ძალიან საინტერესო და არანაკლებ ბედნიერი ცხოვრების დასაწყისს…
გილოცავთ, ჩემო ძვირფასო ბავშვებო, ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ, ყველაზე მთავარს, არასდროს დაკარგოთ ძვირფასი საუნჯე - თქვენი ვინაობა. ყველგან ხალისი და სითბო ატაროთ და გქონდეთ იმის ნიჭი, რომ გააფერადოთ და გაათბოთ სამყარო!
მე მჯერა, რომ ეს თაობა ბევრად უფრო პროგრესული, გონივრული და პატრიოტული სულისკვეთებით შეძლებს ჩვენი ქვეყნის მომავლის უკეთესობისკენ შეცვლას!
მჯერა, რომ არ შეუშინდებით არცერთ ცხოვრებისეულ გამოწვევას და სიმტკიცითა და მოთმინებით მიაღწევთ ყველა ღირსეულ მიზანს!
გილოცავთ და მუდამ დალოცვილი გზებით გევლოთ!
მადლობას გიხდით მშობლებსა და პედაგოგებს ღირსეული თაობის აღზრდისათვის, სიყვარულით, თქვენი ლამარა მასწავლებელი“,- წერს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

შემოდგომის ტრადიციულმა ზეიმმა მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთ საერთო სადღესასწაულო განწყობით გააერთიანა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება