| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნანული თორდინავას ხელმძღვანელობით, სპექტაკლი - „ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები“ დადგეს.
მათ აღნიშნული სპექტაკლი შესანიშნავად გაითამაშეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აღნიშნულ ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა, რომელიც დადებითი ემოციებით დაიმუხტა.
მოსწავლეებმა დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს სწავლისადმი მოტივაციას უმაღლებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა