| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები და პროექტები ხორციელდება.
ამჯერად, სკოლაში სასკოლო პროექტი - „ტოლერანტობა ჩვენ გარშემო“ ჩატარდა.
მე-7ა კლასის მოსწავლეებმა მუსიკის პედაგოგ ფ. სულაბერიძის ხელმძღვანელობით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სხვადასხვა აქტივობა ჩაატარეს.
შექმნეს საინტერესო ნახატები, ფაზლი და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
მეშვიდეკლასელებმა ასევე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეორადი გამოყენების მასალისგან ტაძარი „ააგეს“ და მაკეტი პრეზენტაციის სახით, მე-3 კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს.
„პროექტის მიზანი: სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებში მულტიკულტურალიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ტოლერანტული ღირებულებების ჩამოყალიბების გზით, სასკოლო საზოგადოებაში მშვიდობიანი გარემოს შექმნა იყო“, - აღნიშნავენ სკოლაში.
დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.
„დიდი მადლობა ძალიან ნიჭიერ, შემოქმედებით,კრეატიულ ბავშვებს“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა