TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე“ - კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეთა გარემოსდაცვითი აქტივობები
19-05-2023
-
+


თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსში“ სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა და თარიღი აქტიურად აღინიშნება.

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები ჩატარდა.

„თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე. ამაზე ფიქრი გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყეს და დღეს უკვე ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი ქვეყანა აღნიშნავს დედამიწის დღეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ დღეს ასევე სადიაგნოსტიკო ტესტირება ჩატარდა, რომლის დაწერის შემდგომ მოსწავლეები დედამიწის დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ პრეზენტაციას გაეცნენ და ხელმეორედ უპასუხეს ტესტის შეკითხვებს. 

„საბოლოოდ, მოსწავლეებმა მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, შექმნეს ბროშურები და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შემხვედრ მოსახლეობას გადასცეს. თან ესაუბრნენ გარემოსდაცვით საკითხებზე“, - გვიყვებიან სკოლაში.

მათ ცოდნა აიმაღლეს და მიღებული ინფორმაციები სხვებსაც გაუზიარეს.

„აქტივობამ მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისოდ ჩაიარა და გამვლელებისთვის კი საკმაოდ ინფორმაციული აღმოჩნდა“, - დასძენს სკოლის წარმომადგენელი.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება, ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება  გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.  ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

შემოდგომის ტრადიციულმა ზეიმმა მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთ საერთო სადღესასწაულო განწყობით გააერთიანა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება