TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არა ბულინგს“ -  მარაბდის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბისა და თვითმმართველობის წევრებმა საინტერესო აქტივობები გამართეს
19-05-2023
-
+


9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტები და აქტივობები ხორციელდება.

ამჯერად, სკოლაში ​ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Vll- Xl კლასებში, სამოქალაქო კლუბისა და თვითმმართველობის წევრებმა ხვადასხვა აქტივობა ჩაატარეს.

აღნიშნული აქტივობები საზოგადოებრივი მეცნიერებების, უცხო ენების, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მხარდაჭერით განოხრციელდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე კედლის გაზეთები და პოსტერები შექმნეს თემაზე - „არა ბულინგს“.

მოსწავლეებმა ძალადობის წინააღმდეგ სკეტჩი ჩაწერეს. მათ ასევე ნახეს თემატური ფილმი - „ტბა“ და შემდგომ იმსჯელეს.

ისინი ასევე  ვაჟა- ფშაველას პოემას „ალუდა ქეთელაური“ გაეცნენ.

„Xl კლასის მოსწავლემ - ციკო დევდარიანმა კლუბისა და თვითმმართველობის წევრებს ვაჟა- ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაური“ გააცნო - ალუდას განდგომა თემიდან და ასევე, თემის მიერ მოკვეთა მხოლოდ და მხოლოდ მისი განსხვავებული შეხედულებების გამო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში ასევე მოსწავლეებმა ამავე პოემის ეკრანიზაციიდან მოკლე სიუჟეტი იხილეს, რომლის შემდგომ გაიმართა დისკუსია მოსწავლეებს შორის, რაც როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესო ინტერაქტიული შეხვედრით დასრულდა.

აქტივობის ფარგლებში, ასევე უფროსკლასელები თემში საბავშვო ბაღის ბავშვებს ცნობიერების ამაღლების მიზნით, ესტუმრნენ.

„პატარებს გაესაუბრნენ ძალადობის მავნებლობის შესახებ. მოუწოდეს ერთმანეთთან მეგობრობისა და სიყვარულის აუცილებლობაზე და გადასცეს პოსტერები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ 4 მაისი ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება