| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში ხელოვნური ინტელექტის კლუბი წარმატებით მუშაობს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. კლუბს პედაგოგი ხათუნი ასანიძე ხელმძღვანელობს.
სწორედ აღნიშნული კლუბის წევრია - ამირან მაჭარაშვილი, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიურ გამოფენებსა და ოლიმპიადებში აქტიურად მონაწილეობს და წარმატებასაც აღწევს.
ამჯერად მოსწავლე რობოტიკის მსოფლიო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.
მისი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი მოსწავლის მიღწევებით ამაყობს და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.
„ამბავი, რომელიც უზომოდ მახარებს! ორმაგად სასიხარულოა, როცა ამ ბავშვის კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი ხარ ... ჩემი მოსწავლე ამირან მაჭარაშვილი გურჯაანის ტექნოპარკში Junior კატეგორიის გუნდშია და იასპარეზებს რობოტიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე ორ თანაგუნდელთან ერთად. როგორ ვამაყობ, მინდა, საზოგადოებამ მალე ნახოს შენი შრომის, პასუხისმგებლობის და წარმატების შედეგი ეს არ არის ამირანის პირველი წარმატება. იგი ოთხი წელია, ყოველ სასწავლო წელს მონაწილეობს ჰაკათონებში, რობოტების შეჯიბრში, კონფერენციებში, მათ შორის - „ბუკების აბორიგენებში“. მახარებს და მაბედნიერებს!
როგორ ვამაყობ ამიკო! ეს დიდი წარმატების დასაწყისია, შენ ასახელებ სკოლას, ოჯახს და მშობლებს, შენ ხარ მოტივატორი ჩვენი მოსწავლეებისათვის , მიყვარხარ და მეამაყები ყოველთვის“, - აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა