TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები რობოტების სასკოლო შეჯიბრში მონაწილეობდნენ
29-12-2022
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის ხელოვნური ინტელექტის კლუბის წევრი მოსწავლეები 
პროექტში - „რობოტების შეჯიბრი“ მონაწილეობდნენ.

პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი, ამერიკის საელჩოსა (US Embassy Tbilisi, Georgia ) და EPAM Georgia-სთან თანამშრომლობით ახორციელებს.

შეხვედრა 26 დეკემბერს, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა და მასში თბილისისა და რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვარდისუბნის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს ხელოვნური ინტელექტის კლუბი, რომელსაც პედაგოგი ხათუნი ასანიძე ხელმძღვანელობს.

კლუბის წევრმა, მოსწავლე -ამირან მაჭარაშვილმა წარმატებით იასპარეზა რობოტების შეჯიბრებაში.

სკოლის დირექცია გვამცნობს, რომ ამირანი კლუბის წამყვანი, ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული მოსწავლეა.

„ჩვენი რობოტი თავისი გადაწყობებით ძალიან მაგარი იყო. ამ პროექტის არსიც ხომ ის არის, რომ ბავშვებმა ფიქრი დაიწყონ, იმუშაონ, გადააკეთონ, საკუთარი შემატონ. მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს, კოლეგებს თანამშრომლობისთვის, გვერდში დგომისთვის ტრენერებს.

მართალია, საპრიზო ადგილები ვერ ავიღეთ, მაგრამ მთავარია, აქამდე მოვედით, ბავშვებმა დიდი გამოცდილება მიიღეს. ვულოცავ გამარჯვებულ გუნდს და ყველას წარმატებებს ვუსურვებ მომავალში. მომავალ წელსაც აქტიურად ჩავერთვებით ასეთ კონკურსში გაორმაგებული რაოდენობით“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება