| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ბავშვები საინტერესო აქტივობებში ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეებმა მასწავლებლის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღე აღნიშნეს.
მათ გარემოსდაცით დღესასწაულთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ცოდნა აიმაღლეს.
ბავშვებმა, შერჩეულ ადგილზე ხეები დარგეს და გარემო გაამწვანეს. მათ ასევე თემატური ნახატები და პლაკატები მონდომებით შექმნეს.
მოსწავლეები აქტივობებში ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
„მადლობა ჩემო მერცხლებო ამ შთამბეჭდავი „დედამიწის დღის“ მეტად საინტერესოდ წარმოჩენისათვის. მადლობა ჩემს მეგობრულ პედაგოგიურ კოლექტივს თანადგომისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორი V კლასის დამრიგებელი მაყვალა ბურდული გახლდათ
მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა