TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„კრიტიკული მეგობარი“ პედაგოგს მისივე თხოვნის საფუძველზე უნდა დაესწროს და არა - მოულოდნელად - დეტალები
18-05-2023
-
+


„კრიტიკული მეგობარი” - ეს მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღვივების ეფექტური გზაა იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგები პროფესიული განვითარების ამ მეთოდს სწორად აღიქვამენ.

ამ დროს პედაგოგები კოლეგებს უნდა ისწრებდნენ და ესწრებოდნენ გაკვეთილზე, მონაწილეობდნენ პროფესიულ დისკუსიებში.

„კრიტიკული მეგობრის“ დამკვიდრებას კათედრის ხელმძღვანელმა უნდა შეუწყოს ხელი. ეს მასწავლებლების პროფესიული ზრდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი ფოკუსირებულია კოლეგიალური ურთიერთობების განვითარებაზე, თანამშრომლების ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენაზე. ასეთ დროს დაუშვებელია განსჯა.

მასწავლებლები იმიტომ კი არ უნდა დაესწრონ ერთმანეთს გაკვეთილებზე, რომ შემდგომ ერთმანეთის სუსტი მხარეები გამოიტანონ გარეთ, არამედ იმიტომ, რომ დაეხმარონ კოლეგას პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.

„კრიტიკული მეგობრის“ ფაქტორი დადებითად აისახება როგორც თავად მასწავლებლებზე, ასევე სწავლა-სწავლების პროცესზე. მასწავლებლის მიერ, მეგობრის დახმარებით, სუსტი მხარეების გაანალიზება ნიშნავს, რომ გაკვეთილების ხარისხი გაიზრდება, ეს კი მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზეც აისახება.

„კრიტიკულ მეგობარს“ ანუ კოლეგას, რომელიც მასწავლებელს დაესწრება, უფლება აქვს, პედაგოგს მისცეს რჩევა, თუმცა ორივე მხარეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ისინი მეგობრები არიან და ეს პროცესი განსჯასა და კამათში არ უნდა გადაიზარდოს, პირიქით, კოლეგებმა ერთმანეთის პროფესიულ ზრდაზე და სუსტი მხარეების გამოსწორებაზე უნდა იზრუნონ.

„კრიტიკულმა მეგობარმა“ კოლეგას არგუმენტებით უნდა განუმარტოს თუ რის გამო აკრიტიკებს, თავად კრიტიკა უნდა იყოს ღირებული, განვითარებისკენ მიმართული და კოლეგის საჭიროებაზე მორგებული. აქვე გასათვალისწინებელია, რომ „კრიტიკული მეგობარი“ პედაგოგს მისივე თხოვნის საფუძველზე უნდა დაესწროს და არა - მოულოდნელად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება