სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული თბილისის N192 სკოლაში
16-05-2023
-
+


თბილისის N192 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, სკოლაში ქართული ენის კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა.

აქტივობაში Iგ კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კვირეულის ბოლოს კი კლასმა ექსკურსია მოაწყო.

ბავშვებმა დედაენის ძეგლი და მთაწმინდის პანთეონში იაკობ გოგებაშვილის საფლავი მოინახულეს.

მოსწავლეებს ასევე, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საბავშვო პოეტი - ვასო გულეური ესტუმრათ.

„კიდევ ერთი საოცარი დღე, რომელიც ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ემახსოვრებათ, მადლობა, საბავშვო პოეტ ვასო გულეურს ჩვენთან სტუმრობისთვის და ჩვენი გულების კიდევ უფრო გათბობისთვის, ჩვენი პატარების გახარებისთვის, რომლებიც მთელი დღის მანძილზე ემოციებს ვერ მალავდნენ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ასევე შემოქმედებითი წრისა და პირველი კლასების დამრიგებლების ერთობლივი ორგანიზებით, პირველკლასელთათვის, ქართულის - სახელმწიფო ენის კვირეულის ფარგლებში, მასწავლებლის, კალიგრაფ რუსუდან სუხაშვილის „კალიგრაფიის მასტერკლასი“ მოეწყო.

„მოსწავლეებმა დაათვალიერეს რუსუდან სუხაშვილის შექმნილი კალიგრაფიის ნიმუშები, თვალი ადევნეს თითოეული ქართული გრაფემის გარდაქმნას კალიგრაფიულ ნიმუშად, ნახეს მელნიანი კალამი, ბუმბულიანი კალამი, გაეცნენ ინფორმაციას მათ შესახებ. ბოლოს კი თვითონაც შეეცადნენ შეექმნათ თავიანთი კალიგრაფიის ნიმუშები, რომელთა გამოფენაც მოეწყო ჩვენი სკოლის დაწყებითების სადარბაზოში“, - ამბობენ სკოლაში.

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ასევე ღონისძიება - „ქართული ენა არის მუსიკა, მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა! იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი!“ მოეწყო, რომელშიც Iდ, IIIბ და IIIგ კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაში ასევე მეორეკალსელები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. როგორც სკოლაში გვიყვებიან,  მათ სიტყვებით - „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“ - ქართულ სიტყვას კიდევ ერთხელ შეასხეს ხოტბა.

„ქართული მარტო ენაა?!“ - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კი სკოლის Vზ კლასში რამდენიმე აქტივობა დაიგეგმა: პრეზენტაციები, შთაბეჭდილებების გამოხატვა, ისტორიული მოვლენების გაცნობა. ყველაზე ორიგინალური კი „გზავნილი ქართულ ენას“ გამოგვივიდა“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნულ ღონისძიებებსა და აქტივობებში მოსწავლეები მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

„ქართული ენის კვირეული თამარ გეგეშიძის „სული-ჩიტის“ განხილვით დავასრულეთ. დიახ, ენა სიმდიდრეა, ის საუნჯეა, რომელსაც „კაცი ცოდვილის ხელით“ არ უნდა შეეხოს. გვწამს, რომ მუდამ იდგებით ენის სადარაჯოზე და შებილწვის უფლებას არავის მისცემთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება