სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის შედეგები ცნობილია
12-09-2025
-
+


2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 2025 წლის 12 სექტემბერს მობილობის ელექტრონულ პორტალზე. 

შედეგის სანახავად ეწვიეთ მობილობის ელექტრონულ პორტალს — students.emis.ge  და  შედით პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში.

ელექტრონული პორტალის მონაცემების მიხედვით, მობილობის უფლების მოპოვების (დადებითი პასუხის) შემთხვევაში, სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მის მიერ დადგენილ ვადებში და წარადგინოს პირადი საქმის ასლები.

დაუშვებელია სტუდენტისათვის პირადი საქმის ასლების მიღებაში ხელის შეშლა.

სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სტუდენტის მიერ წარდგენილ პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე.

მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ სტუდენტის მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის დღიდან.

თუ სტუდენტი უარს აცხადებს მობილობის წესით ჩარიცხვაზე, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების გამოცემამდე.

რა შემთხვევაში გიბრუნდებათ მობილობის საფასური ? - მობილობის საფასური (40 ლარი) სტუდენტს სრულად დაუბრუნდება:

თუ მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ აღმოჩნდება, რომ მას არ აქვს გაკეთებული/დაფიქსირებული განაცხადი/არჩევანი მობილობაზე.

თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა. საფასურის დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის განმავლობაში. გადახდილი საფასური ამ ვადის გასვლის შემდეგ არ ბრუნდება. ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია. საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება