სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სამოქმედო გეგმა და პროტოკოლი სკოლებისთვის - როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადამდები დაავადება ფიქსირდება
22-09-2025
-
+


რა ხდება და როგორია პროტოკოლი იმ შეთხვევებში, როცა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადამდები დაავადება ვლინდება, გთავაზობთ სამოქმედო გეგმას, რომელიც უშუალოდ სკოლებისთვისაა გაწერილი.

სკოლაში გადამდები დაავადებების შემთხვევის გამოვლენისას სკოლის ექიმი/მანდატური/ უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი დაუყოვნებლივ უკავშირდება „112“-ს.

ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების შემდგომ, სკოლაში გადამდები დაავადებების შემთხვევის გამომვლენი სკოლის ექიმი/მანდატური/ ფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ აცნობებენ სკოლის დირექციას.

მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უზრუნველყოფს სკოლაში სიმშვიდის შენარჩუნებას.

სკოლის ექიმი/მანდატური/სკოლის დირექტორი/სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უზრუნველყოფს დაავადებაზე საეჭვო ყველა პირის (ბავშვი/თანამშრომელი) იზოლირებას სხვა პირებისგან.

მანდატური/სკოლის დირექტორი/სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უზრუნველყოფს დაავადებულთან კონტაქტირებული პირების იდენტიფიცირებას და მათ იზოლირებას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა და სხვა პირებისაგან.

სკოლის ექიმი/მანდატური/უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს გადამდებ დაავადებაზე საეჭვო პირებზე დაკვირვებას/მეთვალყურეობას სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე, ასევე საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვით პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.

სკოლის ექიმი/მანდატური უზრუნველყოფს სასწრაფო დახმარების ბრიგადის ინფორმირებას შემთხვევასთან დაკავშირებული ყველა ნიუანსის ხაზგასმით (მაგ, ნიშნები, ზუსტი დრო, ადგილი, გატარებული ღონისძიებები და ა.შ.) და, საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს მათ მითითებებს.

კლასის დამრიგებელი/სკოლის ადმინისტრაცია მომხდარის შესახებ ატყობინებს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს/დაავადებულის ოჯახს, რა დროსაც რეკომენდებულია შესაბამის პირს საუბრისას ჰქონდეს მაქსიმალურად მშვიდი ტონი და კანონიერ წარმომადგენელს/ოჯახის წევრს მიაწოდოს მოსწავლის/პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.

სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას რესურსცენტრისა და სამინისტროსთვის.

სკოლის ექიმი/სამედიცინო მომსახურების სერვისის მიმწოდებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურისთვის „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანების მოთხოვნათა დაცვით.

სკოლის ექიმი/ექთანი/ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურის რეკომენდაციების საფუძველზე.

ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მიზნით გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის შეჩერების, შეწყვეტის ან განახლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს მინისტრი, სკოლის დირექტორის მიმართვის საფუძველზე.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება