სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში
06-09-2025
-
+


თანამედროვე მსოფლიოში, სადაც განათლების ხარისხი საზოგადოების განვითარების საფუძველია, დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებელთა პროფესიონალზმს. საინტერესოა როგორ ამზადებენ, მომავალი თაობების აღსაზრდელად მასწავლებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 

როგორია პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში?

აშშ

მასწავლებლობის მსურველები, როგორც წესი, კარიერას საბაკალავრო პროგრამით იწყებენ.

ჩვეულებრივ ბაკალავრიატი 4 წელი გრძელდება. შეთავაზებულ პროგრამებს შორისაა ზოგადი განათლების, ხელოვნების, მეცნიერების სფეროები, ხოლო სპეციალიზაცია მოიცავს: ადრეული/დაწყებითი/საშუალო განათლების, ინგლისურს, როგორც მეორე ენას (ESL), საგანმანათლებლო ფსიქოლოგიას, სპეციალურ განათლებას, ხელოვნებას, მუსიკას, მათემატიკას, მეცნიერებებს, სოციალურ მეცნიერებებს და ა.შ.

მომავალი მასწავლებლები უმეტესად არჩევანს აკეთებენ დაწყებით და საშუალო განათლებას შორის (რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია კონკრეტულ საგანში სპეციალიზაციის არჩევა).

სწავლება მოიცავს - საგნობრივ ცოდნას, პედაგოგიკასა და კლასის მართვას, ფსიქოლოგიას, ინკლუზიურ სწავლებას, შეფასების მეთოდებსა და პრაქტიკას სკოლაში. სწავლის დროს მომავალი მასწავლებლები სკოლაში სტაჟირებას გადიან.

აშშ-ში ასევე არსებობს მოკლე - 6-თვიანი კურსი სხვა სფეროს სპეციალისტებისთვის, რომელთაც მასწავლებლობა სურთ.

განათლების დასრულების შემდეგ აუცილებელია გამოცდილების მიღება (ხშირად ეს ხდება გამოცდილ მასწავლებელთან ერთად წყვილში) და სწავლების ლიცენზია. სხვადახვა შტატში შესაძლოა იყოს  სხვადასხვა მოთხოვნა. დიპლომის შემდეგ პედაგოგს უნდა ჰქონდეს ლიცენზია ან სერტიფიკატი, რომელსაც შტატის განათლების დეპარტამენტი გასცემს. დოკუმენტის მისაღებად კი საჭიროა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება. გამოცდების სისტემა სხვადასხვა შტატში განსხვავდება, მაგრამ ძირითად ბარდება აკადემიური უნარ-ჩვევების პედაგოგთა ტესტი - Praxis Core და საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა. ზოგიერთ შტატში ითხოვენ პირველადი სამედიცინო დახმარების სასერტიფიკატო კურსის გავლასაც. 

დიდი ბრიტანეთი 

კარიერული გზის დასაწყისში მასწავლებლობის მსურველი აბარებს უნივერსიტეტში ან გადის მასწავლებელთა გადამზადების სპეციალურ კურსს, საჭიროა საგნობრივი ცოდნა, პედაგოგიკური უნარები და პრაქტიკის გავლა. 

დიდ ბრიტანეთში სკოლაში სწავლებისთვის აუცილებელია კვალიფიციური მასწავლებლის სტატუსი (Qualified Teacher Status, QTS).

პედაგოგიური განათლების (Initial Teacher Training, ITT) დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები იღებენ ერთ-ერთ ხარისხს შემდეგიდან

Bachelor of Education (BEd) კვალიფიციური მასწავლებლის სტატუსთან (QTS) ერთად - ჩვეულებრივ დაწყებითი კლასების მომავალი მასწავლებლებისთვის. 

Bachelor of Arts (BA), Bachelor of Science (BSc) QTS-სთან ერთად - პოპულარულია საშუალო სკოლის მომავალ მასწავლებლებს შორის და ორიენტირებულია საგნობრივ სწავლებაზე. 

QTS-სტატუსს ითხოვენ ყველა სახელმწიფო სკოლაში, აღნიშნული სტატუსის გარეშე მუშაობა შესაძლებელია მხოლოდ კერძო სკოლებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, უპირატესობა ენიჭებათ სტატუსის მქონე პედაგოგებს.  აღსანიშნავია, რომ QTS-სტატუსი აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. 

ამ მთავარი ლიცენზიის მისაღებად კი საჭიროა შესაბამისი აკადემიური პროგრამის დასრულება, პრაქტიკის წარმატებით გავლა და ზოგჯერ - უნარების შეფასება.

დიდ ბრიტანეთში სკოლებში პედაგოგებოს მსურველებს მოეთხოვებათ ღრმა ცოდნა იმ საგანში, რასაც ასწავლიან, სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების, კლასის მართვის ცოდნა, დიფერენცირებული მიდგომა და ინკლუზიური მიდგომები, პროფესიული კომუნიკაცია მშობლებთან და კოლეგებთან, მაღალი პასუხისმგებლობა და მუდმივი პროფესიული განვითარება. 

ფინეთი 

ფინეთში პედაგოგიურზე სწავლა პერსპექტიულია, რადგან ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. მომავალ მასწავლებლებს ფინეთში უნივერსიტეტები და პროფესიული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები ამზადებენ. 

სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებლებმა უნდა მიიღონ პედაგოგიური მეცნიერებების ბაკალავრის სტატუსი. ეს ხარისხი საბავშვო ბაღის ამღზრდელებსა და სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებლებს მუშაობის უფლებას აძლევს. 

კლასის დამრიგებლებმა უნდა მიიღონ პედაგოგიური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი. ხარისხი იძლევა კლასის ხელმძღვანელად და სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლად მუშაობის უფლებას. ფინეთში სავალდებულო განათლება 9 წელი გრძელდება (7-დან 16 წლამდე).

საგნის მასწავლებლები - იღებენ მაგისტრის ხარისხს. არსებს კვალიფიკაციის მოპოვების ორი გზა: მსურველმა დაიწყოს საგნის სწავლა უნივერსიტეტში ბაკალავრის საფეხურზე, შემდეგ კი მაგისტრატურა გაარძელოს პედაგოგიურზე, ან ნულიდან აითვისოს საგანი პედაგოგიურ უნივერსიტეტში. ეს უკანასკნელი ნაკლებად გავრცელებულია, რადგან დღეს-დღეისობით შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე საგანში. 

სპეციალური განათლების პედაგოგებმა უნდა მიიღონ მაგისტრის ხარისხი პედაგოგიური მეცნიერებების სფეროში. ამის შემდეგ შესაძლებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური განათლების მასწავლებლად და ასევე კლასის ხელმძღვანელად მუშაობა. 

პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლები, კი როგორც წესი, უნივერსიტეტში სწავლობენ რაიმე სხვა სპეციალობაზე, შემდეგ რამდენიმე წელი მუშაობენ. ამის შემდეგ ისინი სწავლობობენ უმაღლესი განათლების პროფესიულ ინსტიტუტში. 

იაპონია

იაპონიაში პედაგოგობის მსურველები, როგორც წესი, გადიან შემდეგ ეტაპებს:

ბაკალავრიატი, რომელიც 4 წელი გრძელდება, სტუდენტს შეუძლია ისწავლოს პედაგოგიურ უნივერსიტეტში ან ჩვეულებრივ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც არჩევს მასწავლებლის მომზადების კურსებს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ისინი  ადგილობრივი მმართველ ორგანოს ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობენ - ეს ხშირ შემთხვევაში არის - წერითი გამოცდა, ინტერვიუ, სწავლების სიმულაცია, ზოგჯერ ფსიქოლოგიური ტესტიც. აღსანიშნავია, რომ იაპონელი მასწავლებელი მუშაობის დაწყების შემდეგაც არ წყვეტს სწავლას, ახალბედა მასწავლებელი გადის ერთწლიან ინტენსიურ კურსს. ქვეყანაში მნიშვნელოვანია მასწავლებელთა გრძელვადიანი პროფესიული განვითარება -პედაგოგები რეგულარულად ესწრებიან სემინარებს, ტრენინგებს. აღსანიშნავია, რომ აქ მასწავლებელი იშვიათად ასწავლის ბევრ საგანს, განსაკუთრებით საშუალო სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთა საყურადღებოდ - საბაზო განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო

გამოქვეყნდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, იტალიური და ქართული ენის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო - რა ასაკის ბავშვებს მიიღებენ ბაღები

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

კონფერენციის ფარგლებში პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში უკვე წარმატებით გამოცადეს
 

„ჯეო სქაი“ იწყებს ინსტიტუციური განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება