TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

​ოთხდღიანი სასწავლო კვირა - პრაქტიკა და კვლევის შედეგი 
11-09-2025
-
+


ორეგონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 11 სამეცნიერო ნაშრომი გააანალიზეს და ვერ იპოვეს სარწმუნო მტკიცებულება, რომ ოთხდღიანი სასწავლო კვირა აკადემიურ მოსწრებას, დასწრებადობას, ყოფა-ქცევას ან კურსდამთავრებულთა პროცენტულ მაჩვენებელს აუმჯობესებს. HEDCO Institute-მა აშშ-ი ჩატარებული სანდო კვლევები შეისწავლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2100 სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს. თავდაპირველად ეს გადაწყვეტილება სკოლიდან შორს მცხოვრები ბავშვების კომფორტისთვის მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განრიგით სასკოლო დღე უფრო გრძელია, ვიდრე ხუთდღიანი სასწავლო კვირის შემთხვევაში, სამაგიეროდ ბავშვებს პარასკევს შეუძლიათ თავიდან აიცილონ დამღლელი, ხანგრძლივი მგზავრობა სახლიდან-სკოლამდე და პირიქით.

ადრე ის პოპულარული იყო ქალაქისგან მოშორებით მდებარე დასახლებებში, დღეს-დღეისობით კი ქალაქის სკოლებშიც ხშირად განიხილავენ. 

„სკოლები ხშირად ამცირებენ სასწავლო კვირას სახსრების დაზოგვისა და კადების დეფიციტის გამო, მაგრამ, მონაცემებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ამან შეიძლება დააზიანოს მოსწავლეები“,- ამბობს ელისაბედ დეი ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი და დაძენს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ოთხდღიანი სასწავლო კვირა ეფექტურია, პირიქით ზოგიერთ შემთხვევებში საგანმანათლებლო პროცესს აზიანებს.

მაგრამ, შედეგები არაერთმნიშვნელოვანია, დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე, მოსწავლეთა ასაკსა და კონკრეტულ მაჩვენებლებზე. 

რა აჩვენა ანალიზმა:

  • ყველაზე სანდო კვლევებში ვერ აღმოაჩინეს სერიზული სარგებელი მოსწავლეებისთვის;
  • ქალაქგარე სკოლები შესწავლილია უკეთესად, ვიდრე ქალაქის. 

ქალაქგარე სკოლებში:

  • უმცროსკლასელებს გაუარესდათ შედეგები მათემატიკასა და წიგნიერებაში;
  • უფროსკლასელები კი, პირიქით, უკეთ აბარებდნენ მათემატიკას და უფრო ხშირად ამთავრებდნენ სკოლას დროულად;
  • მაგრამ ამავე დროს ისინი უფრო ხშირად აცდენდნენ გაკვეთილებს საპატიო მიზეზის გარეშე. 

ქალაქის სკოლებში:

  • დაწყებითი კლასების მოსწავლეებზე გრაფიკი თითქმის არ აისახა;
  • უფროსკლასელთა შედეგები კი მათემატიკაში გაუარესდა, ისინი უფრო ხშირად აცდენდნენ გაკვეთილებს და დროულად ვერ ამთავრებდნენ სკოლას. 

შერეულ კვლევებში, სადაც სკოლები ადგილმდებარეობის მიხედვით არ გაანაწილეს, თითქმის ყველა შედეგი ნეგატიური აღმოჩნდა: მოსწრების გაუარესება, გაცდენების ზრდა, კურსდამთავრებულთა რაოდენობის შემცირება. 

საქმე ის არის, რომ ოთხდღიანი განრიგი შესაძლოა ორგანიზებული იყოს განსხვავებულად. ზოგ სკოლაში არ კვეცენ პროგრამას და უბრალოდ პარაკვევის გაკვეთილებს სხვა დღეებზე ანაწილებენ, სხვაგან თავად სასწავლო პროგრამას ამსუბუქებენ, რომ მას ნაკლები საათი დასჭირდეს, ან პროგრამას  ნაკლებ დროში უფრო ინტენსიურად გადიან. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ორეგონის შტატის უნივერსიტეტის სპეციალისტების ჯგუფის აზრი. დამტკიცებულია, რომ თუ ოთხდღიანი სასწავლო კვირის შემოღების შემთხვევაში საათების რაოდენობა სკოლაში მცირდება, ეს ნეგატიურად აისახება მოსწრებაზე. ხოლო თუ საათების საერთო რაოდენობა საკმარისად დიდი რჩება, მაშინ შეკვეცილი კვირის ნეგატიური ეფექტი იკლებს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან

ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო

 

რეგისტრაციას ვერ გაივლით თუ თანხა არ გექნებათ ჩარიცხული - მნიშნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

რატომ ვერ მიიღეს მასწავლებლებმა ფინანსური დახმარება - განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

„მოსწავლეების წარმატება ჩემი მოტივაციის მთავარი წყაროა“- კირიხლოს საჯარო სკოლის დირექტორი მეხმან მუსაევი 

მოსწავლეებმა მე-2 და მე-3 ადგილები მოიპოვეს და შესაბამისი დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ
 

ღონისძიება შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო და მაყურებლის მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა

გამოფენა მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სასკოლო უსაფრთხოების საკითხებზე

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება