სიახლეები
სიახლეები

სად ითვლება მასწავლებლისთვის ყვავილების ჩუქება ცუდ ტონად - რა ტრადიციები აქვთ სწავლის პირველ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში 
14-09-2025
-
+


მასწავლებლისთვის ყვავილების ჩუქების ტრადიცია ბევრ ქვეყანაში მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატვის ერთგვარი სიმბოლოა, ამიტომ სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნ ლამაზ ატრიბუტად არის ქცეული. ამასთან, დასავლეთ ევროპაში ყვავილების ჩუქების ტრადიცია ნაკლებ გავრცელებულია, აშშ-ი კი საერთოდ მიუღებელი. 

ლატვია, ლიტვა, ესტონეთში ყვავილები ყველაზე პოპულარული საჩუქარია მასწავლებლებისთვის სასწავლო წლის დაწყების მისალოცად და აღსანიშნავად. ბალტიისპირეთის ამ ქვეყნებში სასწავლო წელი 1-ელ სექტემბერს იწყება და ტრადიციულად საზეიმო ღონისძიებები ეწყობა. 

ყვავილების ჩუქებით სასწავლო წლის დაწყება აღინიშნება ბულგარეთშიც. აქ სასწავლო პროცესი, ისევე როგორც საქართველოში 15 სექტემბერს ახლდება.

გერმანიაში პირველკლასელები ყვავილების ნაცვლად საკანცელარიო ნივთების თაიგულით მიდიან. მაგრამ ეს საჩუქარი არა მასწავლებლებისთვის არამედ თავად მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. 

გერმანიის სკოლებში, პირველი სასწავლო დღე როგორც წესი - საზეიმოა. ბავშვები ღონისძიებაზე მშობლებთან, ხანდახან კი მთელ ოჯახთან ერთად მიდიან. მშობლები ცდილობენ პირველკლასელებისთვის ეს დღე დაუვიწყარი გახადონ, ამიტომ სკოლაში ქაღალდის სასაჩუქრე კონუსს - Schultüte ატანენ.

Schultüte-ის ტრადიცია XIX საუკუნის დასაწყისიდან იწყება. ბავშვებს უყვებოდნენ, რომ „შულტუტე“ მასწავლებლის სახლში ხეზე იზრდება, ხოლო როცა სასკოლო ასაკს მიაღწევდნენ მას მიიღებდნენ.

სწავლის დაწყებამდე მშობლებში შვილთან ერთად კონუსის ფორმის შეფუთვას ამზადებენ და ლამაზად აფორმებენ. ადრე პირველკლასელთა მშობლები ნაყინის ფორმის შეფუთვას ტკბილეულით ავსებდნენ. დღეს ბავშვების ჯანმრთელობზე ზრუნვის მიზნით, მასში საკანცელარიო ნივთებს, სათამაშოებსა და ხანდახან, წიგნებსაც კი ალაგებენ. რა თქმა უნდა, ბავშვი მასში ტკბილ სიურპრიზსაც იპოვის. უკვე მერხებთან პირველკლასელებს შეუძლიათ გახსნან ფერადი საჩუქარი და ნახონ, რა ჩადეს მასში მშობლებმა. 

ასეთივე საჩუქრით მიდიან სკოლაში ავსტრიელი პირველკლასელები და სკოლის ადმინისტრაციის მოწყობილ ღონისძიებაზე Schultüte-თან ერთად ყვავილების პატარა თაიგულებითაც საჩუქრდებიან. 

სიხაურლისა და მზრუნველობის დღე - La Rentrée ასე ეძახიან სწავლის დაწყების დღეს საფრანგეთში. ამ დღეს პირველკლასელებს შეუძლიათ სკოლაში მშობლებთან ერთად მივიდნენ. სკოლებში კი საზეიმო ღონისძიებები და სახალისო თამაშები ეწყობა. საფრანგეთში, საწავლის პირველ დღეს მასწავლებლებს ყვავილებს არ ჩუქნიან. ითვლება, რომ საკანცელარიო ნივთები და სხვა სასწავლო რესურსები პედაგოგისთვის საუკეთესო საჩუქარია. 

ნორვეგიაში პედაგოგებისთვის საჩუქრების გაკეთება მიღებული არ არის. ყვავილებით მასწავლებლების დასაჩუქრება კი წლის ბოლოს უყვართ. 

ქვეყანაში სასწავლო წელი ჩვეულებრივ 18-20 აგვისტოს იწყება. სწავლის პირველი დღეს კი ეროთობლივი სადილი ეწყობა, რის შემდეგ ყველა საკუთარ კლასში მიდის.

აშშ-ში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქება მიღებული არ არის, ცუდ ტონადაც კი ითვლება და ოჯახს არც თუ სახარბიელოდ წარმოაჩენს. 

აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივ სასწავლო წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში სექტემბრის პირველ ორშაბათს, სახელმწიფო დღესასწაულის - შრომის დღის შემდეგ იწყება, მაგრამ თითოეული ადმინისტრაციულ ერთეულს შეუძლია დამოუკიდებლად დაასახელოს სწავლის დაწყების თარიღი. სასწავლო წლის პირველ დღეს გაკვეთილები არ ტარდება, მაგრამ არც ზეიმი იმართება. ჩვეულებრივ, პირველკლასელები სკოლაში მასწავლებლისა და თანაკლასელების გასაცნობად მიდიან, უფროსკლასელები კი ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ მეგობრების სანახავად. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მშობლების მიყვანა აკრძალულია. ერთადერთი დღე, როდესაც გამონაკლისი დასაშვებია - სასწავლო წლის დასაწყისია. 

იაპონიაში საჩუქრებსა და ყვავილებს მასწავლებლებს არ ჩუქნიან. ეს ქვეყანაში კანონით აკრძალულია. მაგრამ სასწავლო წლის დასაწისი საკურას ყვავილობას ემთხვევა, რაც სიმბოლურად ახლის დასაწყისს ნიშნავს. 

სასწავლო წელი ქვეყანაში აპრილში იწყება, ღონისძიება მხოლოდ პირველკლასელებისთვის იმართება. დილით ოჯახი, ხანდახან, ტრადიციული იაპონური სამოსით, კლასის გასაცნობად მიდის. ამ დღეს, მასწავლებლები ბავშვებს სკოლაში მისვლას ულოცავენ და მშობლებთან ერთად საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ. დღის პირველ ნახევარშივე ბავშვები სახლში ბრუნდებიან. ამის შემდეგ პირველკლასელებს და მათ მშობლებს სკოლისთვის მოსამზადებლად კიდევ ერთი კვირა აქვთ. ერთ კვირაში კი, სკოლაში ყველა მოსწავლე მიდის. 

მართალია იაპონიაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქება მიღებული არ არის, მაგრამ სასწავლო წლის ბოლოს სკოლის მოსწავლეები საკუთარ მადლიერებას ტრადიციული okaeshi-ით გამოხატავენ, რომელიც ხშირ შემთხვევაში ტკბილეულს ან ნამცხვარს წარმოადგენს. 

ჩინეთში სასწავლო წელი 1-ელ სექტემბერს იწყება, მაგრამ მოსწავლეებს მასწავლებლებისთვის ყვავილები ამ დღეს არ მიაქვთ, აი 10 სექტემბერს კი სკოლებში ყვავილების ზღვაა, ამ დღეს ჩინეთში მასწავლებლის დღეს აღნიშნავენ. მოსწავლეები კი მასწავლებლებისადმი მადლიერებას ლამაზი თაიგულით გამოხატავენ. 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ცნობილია, რამდენი პირველკლასელი ეყოლებათ სკოლებს 2025-2026 სასწავლო წელს

სად ითვლება მასწავლებლისთვის ყვავილების ჩუქება ცუდ ტონად - რა ტრადიციები აქვთ სწავლის პირველ დღეს სხვადასხვა ქვეყნებში 

საჯარო სკოლების სრული სია, რომელთა ავტორიზაციის საკითხი 20 სექტემბრამდე განიხილება

დამტკიცებული მოსწავლის პირადი საქმის ფორმა - ინფორმაცია დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის

„ვერავის ვაიძულებთ, სკოლაში ფართი იჯარით აიღოს“... - მინისტრი სასკოლო კვებაზე

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, რომ გაიცნონ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კულტურა
საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება