სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„N116 სკოლის შენობა უსაფრთხო არ არის“ - 15 სექტემბერს დაწყებული სწავლა 17-ში შეწყდა - სკოლის დირექტორის განმარტებები
19-09-2025
-
+


თბილისის N116 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, საფუძველი კი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაა, სადაც აღნიშნულია, რომ შენობა საფრთხისშემცველია და დემონტაჟს ექვემდებარება. მოსწავლეთა მშობლები კი პირად საუბრებში აცხადებენ, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს, უბრალოდ სკოლის ტერიტორია „ვიღაცას“ საკუთარი ბიზნესისთვის სჭირდება.

საქმე ის გახლავთ, რომ 15 სექტემბერს აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ახალი სასწავლო წელი ჩვეულ რეჟიმში დაიწყო, თუმცა 17 სექტემბერს ბავშვები შენობაში ვეღარ შევიდნენ და როგორც etaloni.ge-სთან დირექტორი, მარი წაქაძე განმარტავს, გადაწყვეტილება მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ შენობა უსაფრთხო არ არის, მივიღეთ გადაწყევტილება, შეგვეწყვიტა სასწავლო პროცესი და ბავშვები სხვა შენობებში გაგვენაწილებინა. ორშაბათიდან მოსწავლეთა ნაწილი - I-IV კლასები ივლიან N100 სკოლაში, რომელიც ჩვენთან ყველაზე ახლოსაა, დანარჩენი მოსწავლეებისთვის კი გაკვეთილები ონლაინრეჟიმში განახლდება ორშაბათიდან, ხოლო შემდეგი კვირიდან ისინი N130 საჯარო სკოლაში განაგრძობენ სწავლას. მოემსახურებათ ტრანსპორტი და სასწავლო პროცესი ნამდვილად არ შეფერხდება“.

არადა პარადოქსულია, ექსპერტიზის დასკვნა სწავლის დაწყების შემდეგ რომ იგზავნება სკოლაში, თუმცა ამაზე დირექტორი აცხადებს, რომ ყველა გადაწყვეტილება მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს:

„ჩვენ გვსურდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება ზაფხულში. ამიტომ მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, რათა შეეფასებინათ შენობის მდგომარეობა. მოვიდა დასკვნა, რომ უსაფრთხო არ არის. ამიტომ შეწყდა სწავლა და მოგვიწია ბავშვების ორ სკოლაში გადანაწილება“.

გამოდის, 15 სექტემბერს, ექსპერტიზის ბიურომ დაუშვა, 1200-მდე მოსწავლე იმ შენობაში შესულიყო, რომელიც საფრთხისშემცველია და სწავლა უსაფრთხო არ არის?! რატომ არ შეატყობინეს სკოლის ხელმძღვანელობას ამ საფრთხის შესახებ სწავლის დაწყებამდე?! - იმედია ამ კითხვებს პასუხი გაეცემა. მანამდე კი ისაა გასარკვევი, შენობის დემონტაჟის შემდეგ კვლავ სკოლა აშენდება თუ დაგვიანებით გადაგზავნილი დასკვნა ვიღაცის ბიზნესინტერესებს ემსახურება.

აქვე გთავაზობთ განათლების მინისტრის კომენტარს, რომელიც სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლების რეაბილიტაციას შეეხებოდა

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება