| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი დოკუმენტი 2025 წლის I-VI თვეს მოიცავს, სადაც საუბარია იმაზე, თუ რამდენ პედაგოგს აქვს უფროსის, წამყვანი, მენტორის სტატუსი.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეპროგრამის „მასწავლებლის და დირექტორის პროფესიის რეგულირება“ ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა 167 მასწავლებელს და 47 სპეციალურ მასწავლებელს, ასევე ამასთან მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში დამატებით ჩაერთო 63 პირი, ხოლო მაძიებლობის პროგრამაში შემავალი აკადემიური კურსი წარმატებით დაასრულა 144-მა. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამასთან დაკავშირებით ჩატარდა ხუთი საინფორმაციო შეხვედრა სკოლის დირექტორებთან, მასწავლებლობის მაძიებლებთან და ტუტორებთან;
საანგარიშო პერიოდში სქემის ფარგლებში გადანაწილებული იყო საჯარო სკოლების 52 083 მასწავლებელი. მათ შორის: პრაქტიკოსი/მაძიებელი/უსტატუსო - 4 491 (8,6 %), უფროსი - 37 880 (72.7 %), წამყვანი - 8 890 (17,1 %), მენტორი - 822 (1.6%). ასევე, სქემის ფარგლებში გადანაწილებულია საჯარო სკოლების 2 351 სპეციალური მასწავლებელი. მათ შორის: პრაქტიკოსი/ უსტატუსო - 634 (27 %) მასწავლებელი, უფროსი - 1 707 (72.6%), წამყვანი - 10 (0.4 %).
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა