სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კლასის მორთვის საინტერესო იდეები სასწავლო წლის მხიარულად დასაწყებად
11-09-2025
-
+


15 სექტემბერი განსაკუთრებული დღეა. ეს არის არა მხოლოდ ახალი სასწავლო წლის, არამედ პირველკლასელთა ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი. სწორედ ამიტომ, მოსწავლეთა მისაღებად სკოლებში განსაკუთრებულად ემზადებიან. პატარების ამაღლებული განწყობის შექმნისას დიდ როლს თამაშობს საკლასო ოთახის მორთულობაც. სასკოლო გარემო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაკვეთილი - რადგან ის ქმნის პირველ შთაბეჭდილებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში მთელი სასწავლო პროცესის განწყობას განსაზღვრავს. 

მასწავლებლები მთელი მსოფლიოდან სიხარულით გვიზიარებენ საკლასო ოთახის მორთვის იდეებს - ზოგიერთი მათგანი ოთახის კარზე მისასალმებელ პლაკატს აკრავს, ზოგი ამისთვის დაფას იყენებს, ყოველთვის აქტუალურია ფერადი ბუშტები და ბრჭყვიალა ქაღალდებისგან შექმნილი დეკორაციები. ყოველთვის საჭიროა ანბანის კედელი, ციფრების დაფა და წიგნების კუთხე. დაუვიწყარ მოგონებებს აღბეჭდავს - ფოტო-კედელი, მოსწავლეთა გაცნობაში გვეხმარება - სურვილების ხე. 

კლასის მორთვის დროს ყველაფერი დამოკიდებულია მასწავლებლის გემოვნებასა და შემოქმედებითობაზე, ასევე ბავშვების ასაკზე.

პირველკლასელებისთვის აქტუალურია ზღაპრული თემატიკა, სადაც ცენტრალური ელემენტი მულტფილმის ან ზღაპრის პერსონაჟია. მათი ფიგურები შეიძლება გაკეთდეს ბუშტებისგან ან ფერადი ფურცლებისგან, განთავსდეს დაფასთან, არ კართან და პატარებს ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში შეუძღვეს

დაფის მორთვა სადღესასწაულო დეკორის განუყოფელი ნაწილია - ყველაზე ხშირად ამისათვის გამოიყენება ფერადი გოფრირებული ქაღალდისგან დამზადებული მოცულობითი პომპონები, ფერადი გირლიანდები, მუყაოსგან გამოჭრილი ასოები და ციფრები, ასევე ფოთლები და ყვავილები.

მასწავლებლები რთავენ არა მხოლოდ დაფას, არამედ კედლებსაც. 

შეგიძლიათ ოთახში მოაწყოთ წიგნების კუთხე - საბავშვო წიგებითა და პაატარა ხალიჩით, სადაც პატარები ჩამოსხდომას და ილუსტრირებული წიგნების დათვალიერებას შეძლებენ, ეს მათ წიგნების კითხვის ინტერესს აღუძრავს. 

სახალისო იქნება თუ ბავშვებს მერხზე დაახვედრებთ სახელობით ბარათებს - ასე პირველკლასელები მარტივად გადანაწილდებიან  მერხებზე. სახელმძღვანელოებთან ერთად კი მისალოცი ბარათებიც გაახარებთ. ​

მნიშვნელოვანი ელემენტია ფოტო-კედელი ან ფოტო-ჩართო - სადაც ბავშვები მასწავლებელთან ერთად ფოტოების გადაღებას შეძლებენ.

სურვილების ხე – ფერად ფურცლებზე ბავშვები დაწერენ (პირველკლასელების შემთხვევაში პედაგოგი ჩაიწერს) რა სურთ ისწავლონ ამ სასწავლო წელს და დეკორატიული „ხის ტოტებზე“ მიამაგრებენ

სხვა საინტერესო იდეებს გაეცანით ფოტოების სახით:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება