| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალი სასწავლო წელი თბილისის N157 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლების პროტესტით დაიწყო - იქიდან გამომდინარე, რომ შენობის რეაბილიტაცია არ არის დასრულებული, ბავშვებს სწავლის გაგრძელება სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უწევთ.
„წლებია, შენობებში რემონტი მიდის მაგრამ ვერ სრულდება. ერთ კომპანიას მეორე ცვლის, თუმცა შედეგი კვლავ არ დგება“, - აღნიშნავენ მოსწავლეთა მშობლები.
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ყორანაშვილმა etaloni.ge-სთან განმარტა, რომ გუშინ სამინისტროდან წერილი მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ იწყება სკოლის რეაბილიტაცია:
„მივიღეთ წერილი, სკოლის რეაბილიტაცია იწყება... ახლა მოადგილე წასულია მშობლებთან შესახვედრად. სამწუხაროდ დაიგვიანა რეაბილიტაციამ, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ მალე ყველაფერი მოგვარდება“.
როგორც თბილისის N157 საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა დასძინა, დაახლოებით სამი წელია მოსწავლეები ორ - N139 და N172 სკოლაში ჰყავთ განაწილებული.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა