სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დიფერენცირებული სწავლება წელს არ იქნება, არც ისტ-ს ისწავლიან საბაზო საფეხურზე - ახალი სასწავლო წელი დაანონსებული ცვლილებების გარეშე
12-09-2025
-
+


2 დღეც და საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. რა სიახლეებით ხვდება განათლების სისტემა 15 სექტემბერს და რა ცვლილებები იგეგმება სკოლებში - etaloni.ge მცირე მიმოხილვას გთავაზობთ.

პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წელი „ახალი“ მინისტრით იწყება (გივი მიქანაძემ მინისტრის თანამდებობა მაშინ დაიკავა, როდესაც სწავლა უკვე დასრულებული იყო).

ასევე ახალი უფროსი ჰყავს მანდატურის სამსახურს - პავლე მაჭარაშვილი დაახლოებით ერთი თვის წინ დაინიშნა ხელმძღვანელად, მისი მოადგილის პოსტი კი ეკა დგებუაძემ დაიკავა, რომელიც წლების წინ განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოადგილე გახლდათ.

ასევე ახალ სასწავლო წელს აღარ არსებობს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო, სასკოლო მიმართულებით კი ცვლილებები ფაქტობრივად არ არის.

როგორც etaloni.ge-მ გაარკვია, დაანონსებული მასშტაბური „ძვრები“, რომლებიც სკოლებში დიფერენცირებული სწავლების დანერგვას, ასევე კომპიუტერული ტექნოლოგების საბაზო საფეხურზე გავრცელებას ითვალისწინებდა, გაურკვეველი ვადით „დაპაუზდა“.

ახალი საათობრივი ბადე ამ მიმართულებით ცვლილებებს არ ითვალისწინებს, ხოლო განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ დიფერენცირებული სწავლება წელს არ ინერგება, არადა პომპეზურად განაცხადეს, რომ საპილოტე სკოლები უნდა შერჩეულიყო, რომლებზეც განსხვავებული საათობრივი ბადე გავრცელდებოდა და ის 7 რეკომენდაციაც ცნობილი გახლდათ, რომლის მიხედვითაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს საგნის პედაგოგები უნდა შეერჩიათ:

ახალი სასწავლო წლიდან „დიფერენცირებული სწავლება“ იწყება - საპილოტე სკოლებს სამინისტრო შეარჩევს - 7 მთავარი რეკომენდაცია ცნობილია

„წელს არ არის“... - ასე გვიპასუხეს სამინისტროს ცხელ ხაზზე საპილოტე პროექტთან დაკავშირებით და ისიც განგვიმარტეს, რომ როცა დაიწყება, საზოგადოება ამის შესახებ შეიტყობს.

გარდა ამისა, როგორც მოგახსენეთ, დაანონსებული იყო, რომ საბაზო საფეხურს დაემატებოდა საგანი ისტ-ი, რომელიც მხოლოდ მე-6 კლასის ჩათვლით ისწავლებოდა, თუმცა ამ მიმართულებითაც ახალ საათობრივ ბადეში ცვლილება არ შესულა.

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

საბაზო საფეხური 10 კლასის ჩათვლით რომაა და პროფესიული განათლება სკოლებში ინტეგრირდება, ეს ახალი ამბავი არ არის, ასე, რომ გამოდის, ახალი სასწავლო წელი სკოლებში „ძველი“ წესებით - განსაკუთრებული ცვლილებების გარეშე დაიწყება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება