სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შემოდგომის გამოცდებზე მასწავლებელთა რეგისტრაცია 25 სექტემბრიდან იწყება - დეტალური ინფორმაცია
22-09-2025
-
+


არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაცია 25 სექტემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 8 ოქტომბრის 18:00 საათზე დასრულდება.
 
რეგისტრაციის გავლა მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge  
 
გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100) წარმოადგინონ 8 ოქტომბრის 18:00 საათამდე.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში.  
 
 
შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით არაქართულენოვანი სექტორის პრაქტიკოს მასწავლებლებს დამატებით მიეცათ შესაძლებლობა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მიზნით დაადასტურონ საგნობრივი კომპეტენცია. 
 
არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდებს მიმდინარე წლის ნოემბერში ჩაატარებს.   ცენტრი გეგმავს საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარებას. დეტალური ინფორმაცია და  შეხვედრის ბმული განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება