TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

ქვეყნები, სადაც სასწავლო წელი, საქართველოს მსგავსად, 15 სექტემბერს იწყება
14-09-2025
-
+


სასწავლო წელი საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 15 სექტემბერს იწყება. თარიღი კანონმდებლობით არის დადგენილი და მხოლოდ იმ შემთხვევაში იცვლება თუ 15 სექტემბერი უქმე დღეს დაემთხვევა. ამ დროს ქვეყნის სკოლებში სასწავლო პროცესი პირველ სამუშაო დღეს ახლდება. 

საინტერესოა არსებობს თუ არა მსგავსი პრაქტიკა სხვა ქვეყნებში?

საქართველოს მსგავსად, აზერბაიჯანში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. ეს დღე მნიშვნელოვანი დღესასწაულია მთელი ქვეყნისთვის და ცოდნის დღედ იწოდება.

თარიღი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, 2004 წლის 21 აგვისტოს ბრძანებულებით დადგინდა. 

ქვეყანაში განათლების სისტემა მოიცავს სკოლამდელ განათლებას, ზოგად (საშუალო) განათლებას, პროფესიულ (საშუალო სპეციალიზებულ და უმაღლეს) განათლებას, ასპირანტურას, მაგისტრატურასა და დოქტორანტურას.

აზერბაიჯანელი ბავშვები სკოლაში სწავლას ექვსი წლის ასაკში იწყებენ. ზოგადი განათლების გარდა, რესპუბლიკის სკოლებში ფართოდ ისწავლება უცხო ენები.

ცოდნის დღეს, სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად, იმართება მრავალი საზეიმო და სადღესასწაულო ღონისძიება.

15 სექტემბერს იწყება სწავლა ბულგარეთშიც. ქვეყანაში მრავალი წელია შემორჩენილია ეს პრაქტიკა, როგორც სამართლებრივ ისე კულტურულ დონეზე. 

ქვეყანაში სასწავლო წლის ხანგრძლივობის საკითხი 1870-იან წლებში პედაგოგიურ და ეპარქიულ კრებებზე გადაწყდა. 1873 წელს შემუშავდა „სოფლის სკოლების წესდება“, რომლის მიხედვითაც ამ ბავშვებისთვის სასწავლო წელი 9 თვე უნდა გაგრძელებულიყო. ამ კრებაზე გადაწყდა, რომ დაწყებითი განათლება სავალდებულო იყო, სასწავლო წელი კი 15 სექტემბერს, ჯვართამაღლების (14 სექტემბერი) შემდეგ უნდა დაწყებულიყო.

ცვლილება 1952 წელს მოხდა და ის დაკავშირებული იყო სასწავლო წლის ჩარჩოსთან -1 სექტემბრიდან 30 მაისამდე, რომელზეც გავლენას ახდენდა საბჭოთა კავშირში არსებული განათლების სისტემა. ეს მოდელი გამოუსადეგარი აღმოჩნდა ბულგარეთის განათლების სისტემისთვის, რომელსაც ხანგრძლივი ტრადიცია ჰქონდა - 1957 წლიდან დღემდე სასწავლო წლის დასაწყისი 15 სექტემბერია.

15 სექტემბერს იწყება ჩვეულებრივ სწავლა ლუქსემბრურგის სკოლებშიც, თუმცა აქ სასწავლო წელი 15 ივლისს მთავრდება. 

სასწავლო წლის დაწყების თარიღი შერჩეულია იმისთვის, რომ მოსწავლეებს საკმარისი დრო ჰქონდეთ სრულფასოვანი დასვენებისთვის. 

შესაბამისად, 15 სექტემბერი წარმოადგენს სასწავლო წლის ჩვეულ დასაწყისს, მაგრამ ფიქსირებული თარიღი არ არის. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება