სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებისა და უმაღლესების ავტორიზაციის ვადებს ცვლილებები შეეხებათ? - კანონში ცვლილებებს განათლების კომიტეტი განიხილავს
17-09-2025
-
+


პარლამენტის განათლების კომიტეტი იმსჯელებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადებს შეეხება.

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ: „მოქმედი კანონმდებლობით, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს განაცხადის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 180 დღის ვადაში. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც ამ ვადის დაცვა ვერ ხერხდება სხვადასხვა ობიექტური მიზეზით, რა დროსაც შესაძლებელია, რომ ამოიწუროს საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის/უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადა, რაც რთულ მდგომარეობაში აყენებს დაწესებულებას და საფრთხე უქმნის მოსწავლეების/პროფესიული სტუდენტების/სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერესებს. ზემოაღნიშნული მთელი რიგი ფაქტორებით შეიძლება იყოს განპირობებული. მაგალითად, პროცესის გაჭიანურების განმაპირობებელი გარემოება შეიძლება იყოს საერთაშორისო ექსპერტების მოძიებისა და მათი წარმოების პროცესში ჩართულობის სირთულეები. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლოპროგრამების აკრედიტაციის პროცესში, გარდა რიგი გამონაკლისებისა, მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ექსპერტები, რომელთა პროცესში მონაწილეობაც გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, რიგ შემთხვევებში, სირთულეს წარმოადგენს საერთაშორისო ექსპერტის მოძიება, განსაკუთრებით სპეციფიკური დარგების მიმართულებით. აგრეთვე, შესაძლოა საერთაშორისო ექსპერტმა უარი თქვას უკვე დაგეგმილ ვიზიტში მონაწილეობაზე, რა შემთხვევაშიც, განსხვავებით ადგილობრივი ექსპერტებისგან, საერთაშორისო ექსპერტის ჩანაცვლება დიდ დროსა და ძალისხმევას საჭიროებს. შესაბამისად, ზემოხსენებულ შემთხვევებში, შესაძლებელია შეფერხდეს დაწესებულების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადის ამოწურვამდე შესაბამისი საბჭოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი გადაწყვეტილების მიღება, რაც მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აყენებს თავად საგანმანათლებლო ინსტიტუციას, იქ დასაქმებულ პირებს, მოსწავლეებს, პროფესიულ სტუდენტებსა და სტუდენტებს“.

პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა, რათა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეძლონ უწყვეტი ფუნქციონირება მაშინ, როდესაც მათი ავტორიზაციის ან აკრედიტაციის ვადა იწურება, ხოლო საბჭოს მიერ გადაწყვეტილება ავტორიზაციის/აკრედიტაციის თაობაზე ჯერ არ არის მიღებული. კანონპროექტი უზრუნველყოფს, რომ საავტორიზაციო ან სააკრედიტაციო წარმოების პერიოდში, სანამ შესაბამისი საბჭოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ შეუწყდეთ ფუნქციონირება.

კანონპროექტის ძირითადი არსი კი მდგომარეობს იმაში, რომ აკრედიტაციის ან ავტორიზაციის ვადის ამოწურვის შემთხვევაში, იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებმაც საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით წარადგინეს ცენტრში და გამოცემულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფების შექმნის/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის თაობაზე, მიეცემათ ავტორიზებულ/აკრედიტებულ რეჟიმში ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობა მანამ, სანამ საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება