| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მე-5, მე-6 კლასების დამრიგებელმა ნონა მაჭარაშვილმა, ბულინგის უარყოფით შედეგებზე და ბულინგში მონაწილე მხარეებზე ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა.
პედაგოგმა, მოსწავლეებს ასევე სიტუაციები შესთავაზა, რომელთა განხილვის შემდეგ გაიმართა დისკუსია, თემებზე: რატომ ჩაგრავენ ადამიანები ერთმანეთს?; როგორ უნდა მოვიმოქმედოთ თუ ბულინგის მსხვერპლი, ბულინგის შემსწრე პირი ან თავად ბულერი ვართ?.
მოსწავლეებმა ასევე განიხილეს ბულინგის სახეები, მოიყვანეს ბულინგის მაგალითები და დასახეს პრობლემების მოგვარების გზები და გაიაზრეს, რომ არ უნდა დამალონ, როდესაც ჩაგრავენ ან შეესწრებიან ჩაგვრის ფაქტებს, მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი შემთხვევები აუცილებლად უნდა აცნობონ პედაგოგებს.
პატარებმა, ასევე ფილმი - „ჩაანაცვლე ბულინგი მეგობრობით“, ნახეს .
დასასრულს კი, ბავშვებმა გულითადი რჩევები გასცეს და ორიგინალური პლაკატი მოამზადეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ასევე ბულინგში მონაწილე მხარეებისთვის რჩევების შემცველი პოსტერი მოამზადა მე-7 კლასის მოსწავლე ლიზი ქაროსანიძემ, რომელიც სასკოლო სივრცეში განათავსა.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ
22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
კლასის დამრიგებლმა გერმინე ტონაკანიანმა მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნა
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილები ყოველთვის მიმდინარეობს სწავლის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას