TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

10 მეთოდი, რომელიც მოსწავლის ცოდნის შემოწმებაში დაგეხმარებათ - რჩევები პედაგოგებს
14-05-2023
-
+


ყველა მასწავლებლის მიზანია მოსწავლეებს ასწავლოს და არა უბრალოდ იდგეს და საუბრობდეს მათ წინაშე.

მასწავლებლებს უნდათ, რომ მოსწავლეები მის ნათქვამს იგებდნენ და იმახსოვრებდნენ, თუმცა ხანდახან ასე არ არის.

Etaloni.ge გირჩევთ როგორ შეამოწმოთ, გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა თქვენი ახსნილი მასალა.

  • თავი აარიდეთ კი/არა პასუხებს
თავი აარიდეთ შეკითხვებს, რომლებიც მოითხოვს პასუხს კი/არა. მაგალითად, „ნათქვამი გაიგეთ?“, „ახსნილი საკითხი გასაგებია?“ და ა.შ.

  • მოსწავლის გამოხმაურება
გაკვეთილის ბოლო 5 წუთის განმავლობაში მოსწავლეებს დააწერინეთ რა ისწავლეს.

  • ქვიზები აწერინეთ
მოსწავლეებს ხშირად ქვიზები დააწერინეთ, რომ ნასწავლი მასალა შეამოწმოთ.

  • ხელის ნიშნები
მოსწავლეებს სთხოვეთ თითების რაოდენობით გაჩვენონ მასალა რამდენად კარგად გაიგეს. მაგალითად, ერთი თითი ყველაზე ნაკლებს ნიშნავს, ხუთი კი კარგად გაგებას.

  • ერთკითხვიანი ქვიზი
დაუსვით შეკითხვა, რომელზეც პასუხის გასაცემად მაქსიმუმ 2 წუთი დასჭირდებათ.


  • 3-2-1
შექმენით სქემა 3-2-1, რაც ნიშნავს

3- რა ისწავლეს თქვენი გაკვეთილიდან

2-რაზე უნდათ, რომ მეტი ისწავლონ

1-რა შეკითხვები აქვთ

  • მოსწავლის ჟურნალი
მოსწავლეებს ჟურნალი აწარმოებინეთ, სადაც დაწერენ რა ისწავლეს თავისუფლად, რაზე შეექმნათ პრობლემა, რა დაეხმარათ სწავლის პროცესში და ა.შ.

  • იყავით მრავალფეროვანი
გახსოვდეთ, რომ ყველა მოსწავლის ცოდნის შესაფასებლად ერთი და იგივე მეთოდი შესაძლოა არ გამოგადგეთ. საჭირო დროს მათთან ინდივიდუალური მიდგომა გამოიყენეთ.

  • მოსწავლის ინსტრუქცია
ცოდნის შემოწმების საუკეთესო მეთოდია მოსწავლეები კლასის წინაშე გამოიყვანოთ და სთხოვოთ სხვებს აუხსნან რა ისწავლეს. წარმატებით თუ გაართმევენ თავს, ნიშნავს მასალა გაიგეს.

  • შეჯამება
მოსწავლეებს სთხოვეთ ნასწავლი მასალა გაკვეთილის ბოლოს წერილობით ან ზეპირად შეაჯამონ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება