სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამოქვეყნდა ახალი დოკუმენტი - მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ინსტრუმენტები
26-04-2023
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილების მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ მასწავლებლებისთის პორტფოლიოს წარდგენის ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა. ამასთან, ცვლილებები შევიდა უშაულოდ დოკუმენტშიც, რომლის მიხედვითაც პორტფოლიო გამარტივდა. 

როგორ მოხდება მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტის შეფასება

  1. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა ფასდება მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრული, მისანიჭებელი სტატუსის შესაბამისი კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებებისშეფასებისა და კომისიასთან ზეპირი გასაუბრების საფუძველზე.  
  2. მასწავლებელი მტკიცებულებებსასახავს  პორტფოლიოში, რომელიც განთავსებულია სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, eschool-ის ელექტრონულ სივრცეში.   
  3. წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურველი ვალდებულია, პორტფოლიოში წარმოადგინოს განხორციელებული აქტივობების მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს შესაბამისი კომპეტენციების ფლობას შემდეგი სამი მიმართულებით (იხ.დანართი 1).: 

       ა)  სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; 

ბ) სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება; 

გ) პროფესიული პასუხისმგებლობა (პროფესიული პასუხისმგებლობა გულისხმობს საკუთარი და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას, მოსწავლეებთან და/ან მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობას). 

  1. პორტფოლიოში წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ადასტურებდეს სტატუსის შესაბამისად კომპეტენციის ფლობას: 
  • წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მსურველი  წამყვანი მასწავლებლისტვის განკუთვნილი კომპოტენციებიდან თითოეული მიმართულების ფარგლებში ატვირთავს შესაბამის მტკიცებულებას/მტკიცებულებებს, რომელიც უკავშირდება ესგ-ს დანერგვასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას.
  • მენტორი მასწავლებლობის მსურველი მენტორი მასწავლებლისთვის განკუთვნილი კომპეტენციებიდან თითოეული მიმართულების ფარგლებში ატვირთავს შესაბამის მტკიცებულებას/მტკიცებულებებს, რომელიც უკავშირდება ესგ-ს დანერგვასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას.
  1. მასწავლებლის პორტფოლიოში წარმოდგენილი უნდა იყოს სამივე მიმართულებით საქმიანობის დამადასტურებელი, მინიმუმ, ერთი მტკიცებულება მაინც. შესაძლებელია ერთი და იგივე მტკიცებულება რამდენიმე კომპეტენციის ფლობას ადასტურებდეს. 
  2.  პორტფოლიოში უნდა განთავსდეს მოქმედი სტატუსის მოპოვების შემდეგ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი მტკიცებულებები. 

სრული დოკუმენტის სანახავად გადადით ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება