TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ხელფასი მომავალ სასწავლო წლამდე არ მოემატებათ პედაგოგებს, რომლებიც სტატუსს პორტფოლიოს წარდგენით აიმაღლებენ
06-05-2023
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით პორტფოლოის წარდგენის ვადა პედაგოგებისთვის ერთი თვით გახანრძლივდა. რაც შეეხება ანაზღაურებას, მინისტრის ბრძანებით, პედაგოგებს შეცვლილი სტატუსი  დანამატის მიღება მომავალი სასწავლო წლიდან შეეძლებათ. 

„მიუხედავად იმისა, რომ პორტფოლიოს წარდგენის ვადამ გადაიწია, მასწავლებლებს შეეძლებათ გაზრდილი სტატუსის დანამატით 2023-2024 სასწავლო წლიდან ისარგებლონ“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

პორტფოლიოს წარდგენა 1-ელ ივნისამდე გადაიდო და გამარტივდა - გიორგი ამილახვარმა მასწავლებლების მოთხოვნებზე გადაწყვეტილება მიიღო

ამასთან, გიორგი ამილახვარი პედაგოგებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ შეხვერდები გაგრძელდება - „როგორც დაგპირდით, ამ მიმდინარე პროცესის პარალელურად, უწყვეტ შეხვედრებს და კომუნიკაციას გავაგრძელებ მასწავლებლებთან და დარგის ყველა წარმომადგენელთან. აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში მასწავლებელთა უკუკავშირსა და პროცესზე დაკვირვებით, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირველ რიგში გაითვალისწინებს მასწავლებელთა ინტერესებს, დაამკვიდრებს მასწავლებელთა კორპუსში სამართლიანობას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ყველასთვის თანაბარი პირობების შექმნა გამონაკლისების გარეშე“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება