| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რამდენიმე დღის წინ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი 150-მდე მასწავლებელს შეხვდა, მოისმინა განათლების სისტემაში არსებული გამოწვევები, შეიტყო, რომ წამყვანობისა და მენტორობის მსურველები პორტფოლიოს გაუქმებას, საბაზო ხელფასის, სადამრიგებლოს დანამატის... ზრდას ითხვენ, თუმცა შეხვედრაზე არ გაჟღერებულა ერთი საკითხი, რომელიც ასევე ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია - მასწავლებლების სამედიცინო დაზღვევა.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლები ხშირად გამოთქვენ უკმაყოფილებას, ამბობენ, რომ საყოველთაო დაზღვევა არასათანადო მომსახურებას სთავაზობს და იმედს გამოთქვამენ, რომ ამ მიმართულებითაც იქნება სასიკეთო ძვრები.
მანამდე კი გთავაზობთ კვლევებს, რომლებსაც სახელმწიფო პედაგოგებს უფინანსებს:
სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს:
ექიმის დანიშნულებით,შემდეგ ამბულატორიულ კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევებს:
ექიმ-სპეციალისტთა მომსახურებას - ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, გინეკოლოგის, უროლოგის, ქირურგის კონსულტაცია;
ამბულატორიულ დონეზე, ექიმის დანიშნულებით, ინსტრუმენტული გამოკვლევებს:
კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევებს - ღვიძლის ფუნქციური სინჯები: ALT, AST, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი - TSH.
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება განსაზღვრული ნუსხის მიხედვით ფინანსდება 100%-ით;
გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება ულიმიტოა და ფინანსდება:
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ამ კატეგორიის მოსარგებლეთათვის გეგმური ქირურგიული ოპერაციები ფინანსდება 100%-ით, პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის გათვალისწინებით.
წლიური ლიმიტი – 15 000 ლარი.
ინფექციური დაავადებების მართვა ფინანსდება:
სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობას:
წლიური ლიმიტი - 25 000 ლარი.
მშობიარობა და საკეისრო კვეთა:
ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამა ფარავს სამედიცინო მომსახურების ხარჯებს შემდეგი ლიმიტების გათვალისწინებით:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია
„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ყველას უღრმესი მადლობა ჩვენი სკოლის ავტორიზაციის მიღებით გამოწვეული დიდი სიხარულის გაზიარებისთვის!“
მოსწავლეებმა შეაჯამეს ორწლიანი წარმატებები, გაიხსენეს საინტერესო გაკვეთილები, პროექტები თუ გასვლითი აქტივობები